წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 463 შპს ”ჯესკოსთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 463 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 19, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2003

შპს ”ჯესკოსთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების     საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „ჯესკომ„ (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რ-ნის სასამართლოს მიერ 2001 წლის 22 მაისის N 5/4-2870 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N 70205, 04.08.03. და N 70207, 04.08.03.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების (დაცვითი სიგნალიზაციის მიმღებ - გადამცემი რადიოსადგურები) შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები გათვალისწინებულია შპს „უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახურისთვის„, რომელსაც კომისიის გადაწყვერილებით (N 347/13, 18.07.03.) მინიჭებული აქვს სიხშირე.  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად 

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „ჯესკოს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული  დოკუმენტაციებით (N 70205, 04.08.03. და N 70207, 04.08.03.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული  მოწყობილობები;

2.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეტა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

           კომისიის  თავმჯდომარე                                                ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები