გადაწყვეტილება N 465 საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2003
მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2003
საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად
კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია) აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ 2003 წლის 13 ივნისის კომისიის #267/10 გადაწყვეტილებით, გამოცხადდა კონკურსი საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად 15 გადამცემის გამოყენებით შემდეგ სამაუწყებლო ზონებში:
2 ზონა: ქ.ბათუმი, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის, ხულოს
რაიონები.
3 ზონა: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის, სიღნაღის,
დედოფლისწაროს, თიანეთის რაიონები.
4 ზონა: მცხეთის, კასპის, გორის, ხაშურის, ქარელის, ცხინვალის, ჯავის,
ახალგორის, დუშეთის, ყაზბეგის რაიონები.
5 ზონა: ქ.რუსთავი, გარდაბნის, საგარეჯოს, მარნეულის, ბოლნისის,
თეთრი-წყაროს, დმანისის რაიონები.
6 ზონა: ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ნონოწმინდის, წალკის რაიონები.
7 ზონა: ქ.ქუთაისი, ხონის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ზესტაფონის,
თერჯოლის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის
რაიონები
8 ზონა: ჭიათურის, საჩხერის, ონის, ტყიბულის, ამბროლაურის, ცაგერის,
ლენტეხის რაიონები
9 ზონა: ქ.ფოთი, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ხობის რაიონები.
10 ზონა: ქ.ზუგდიდი და ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მესტიის რაიონები.
ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 68789,25 (სამოცდარვა ათას შვიდას ოთხმოცდაცხრა ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარით, ხოლო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა 2003 წლის 19 აგვისტოს 17 საათით. საკონკურსო სხდომის თარიღად გამოცხადდა 2003 წლის 26 სექტემბერი;
საქართველოს კანონმდებლობისა და ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის 2003 წლის 13 ივნისის #267/10 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტეის შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა შპს ,,რადიო იმედმა, რომელმაც გაიარა ექსპერტიზა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ შესაბამის ქვეკომისიაში და მიღებულია დასკვნა (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N4 17.09.2003 წ.), რომ შპს რადიო იმედის„ მიერ საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან. ამასთან, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საართველოს კანონის 455 მუხლიდან გამომდინარე და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად:,,თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. კონკურსში მონაწილემ დაადასტურა, რომ იგი თანახმაა საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლოცენზიის მისაღებად გადაიხადოს 68789,25 ლარი (სამოცდარვა ათას შვიდას ოთხმოცდაცხრა ლარი და ოცდახუთი თეთრი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 455 მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-13 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ,,რადიო იმედი, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 68789,25 ლარი (სამოცდარვა ათას შვიდას ოთხმოცდაცხრა ლარი და ოცდახუთი თეთრი);
2. ა) სალიცენზიო გადასახდელის 20%-ი ანუ 13757,85 ლარი (ცამეტი ათას შვიდასორმოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის ანუ 6878,92 ლარის (ექვსი ათას რვაას სამოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცდათვრამეტი თეთრი) გამოკლებით მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე მიმიდინარე წლის 26 ოქტომბრამდე:
-ბანკი:სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი;
-ა/ანგარიში: 609326
-კოდი: 220101830
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050
ბ) სალიცენზიო გადასახდელის 10% ანუ 6878,92 ლარი (ექვსი ათას რვაას სამოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცდათვრამეტი თეთრი), მიიმართოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე მიმიდინარე წლის 26 ოქტომბრამდე:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141107 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 48152,48 ლარის (ორმოცდარვა ათას ას ორმოცდათორმეტი ლარი და ორმოცდარვა თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. დაევალოს კომისიის აპარატის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანს (გ.რატიშვილი) კონკურსის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
5 კომისიის ადმინისტრაციამ (მ.ქადეიშვილი) უზრუნველყოს კონკურსის მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
6.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამასახურს (კ. ყურაშვილი) შპს ,,რადიო იმედის მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, მოამზადოს და
წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს ,,რადიო იმედი-სათვის საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (გ.რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
