წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 480 ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურისთვის სიხშირის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 480 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2003

ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურისთვის  

სიხშირის მინიჭებაზე უარის თქმის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნულმა სამსახურმა კომისიას მიმართა განცხადებით (N 02/04-48, 17.06.03.) ქ. თბილისში რადიო-სარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის სიხშირის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგნელი განცხადება არ აკმაყოფილებდა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების„ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის წარომოდგენისათვის განუსაზღვრა 15 სამუშაო დღის ვადა.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

          „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            უარი ეთქვას ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნულ სამსახურს სიხშირის მინიჭებაზე;

2.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

3.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის   სამსახურს   (თ. ძაგნიძე). 

                     კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები