გადაწყვეტილება N 481 შპს „სერვის+“-სთვის სიხშირეების მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2003
მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2003
შპს სერვის+„-სთვის სიხშირეების მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს სერვის+„-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამრთლოს 2002 წლის 17 ოქტომბრის N 5/4-3371 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 04-07, 02.07.03.) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგნელი განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების„ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის წარომოდგენისათვის განუსაზღვრა 15 სამუშაო დღის ვადა.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს „სერვის+„-ს სიხშირეების მინიჭებაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
