წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 482 შპს ტელერადიოკომპანია „ზარისთვის“ სიხშირეების მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 482 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2003

შპს ტელერადიოკომპანია „ზარისთვის„

სიხშირეების მინიჭებაზე უარის თქმის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია „ზარმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (N 8, 17.06.03.) რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის  სიხშირეების მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგნელი განცხადება არ აკმაყოფილებდა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების„ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის წარომოდგენისათვის განუსაზღვრა 15 სამუშაო დღის ვადა.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

          „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            უარი ეთქვას შპს ტელეკომპანია „ზარს„ სიხშირეების მინიჭებაზე;

2.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

3.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის   სამსახურს   (თ. ძაგნიძე). 

                     კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები