გადაწყვეტილება N 483 შპს “ვეზირისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2003
მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2003
შპს „ვეზირისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების
საქართველოში შემოტანაზე უარის თქმის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ვეზირმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამრთლოს 1996 წლის 4 დეკემბრის N 5/4-1026 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (17.06.03.) საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგნელი ინფორმაცია არ აკმაყოფილებდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების„ 21-ე მუხლის მოთხოვნებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის წარომოდგენისათვის განუსაზღვრა 15 სამუშაო დღის ვადა.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს „ვეზირს„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
