წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 486 საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 486 / 10

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2003

საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის        გამოცხადების შესახებ        

  კანონმდებლობით მაუწყებლებისათვის განსაზღვრული ვალდებულებების, საზოგადოების მოთხოვნებისა და ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების, აგრეთვე საქართველოში არსებული სარეკლამო ბაზრის რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებული სიხშირული რესურსის მიზნობრივი და ოპტიმალური გამოყენების, ქვეყნის მოსახლეობის მაქსიმალურად მოცვის და ხარისხიანი მაუწყებლობის მიწოდების წინაპირობების შექმნის მიზნით, "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის "ა" ქვეპუნქტისა და 455 მუხლის, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ„ დებულების მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია)

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს კონკურსი საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი პირობებით:

ა) 1 გადამცემის გამოყენებით, მითითებული სამაუწყებლო ზონის მიხედვით:

სამაუწყებლო

ზონა

ანტენის განთავსების  ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ

სატელევიზიო არხი

სიმძლ. კვტ

მაუწყებლობის საშ.რად კმ

 

1

9

ფოთის  ანძა

41E41; 42N09

60

12

0.1

15

 

 

შენიშვნა:

 1. სამაუწყებლო ზონები განსაზღვრულია კომისიის 2003 წლის 13 ივნისის N267 გადაწყევტილების პირველი პუნქტით. აღნიშნულ მე-9 ზონაში გაერთიანებულია: ქ.ფოთი, სენაკის, მარტვილის, აბაშის და  ხობის რაიონები.                                                                                                              2.გეოგრაფიული კოორდინატები მითითებულია საანძო კონსტრუქციისათვის. შესაძლებელია ანძის კონსტრუქციის აგება აღნიშნული კოორდინატებიდან 50-150 მეტრის რადიუსში ზღვის დონიდან ანტენის განთავსების მითითებული სიმაღლის შენარჩუნებით (კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი ნებართვების მიღების შემთხვევაში).  

ბ) სამოქმედო ზონა – სამაუწყებლო ზონა 9

გ) კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2003 წლის 19 დეკემბრის 12 საათი;

დ) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 30807.00 (ოცდაათი ათას რვაას შვიდი) ლარით;

2. გამოცხადდეს კონკურსი საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი პირობებით: 

ა) 1 გადამცემის გამოყენებით, მითითებული სამაუწყებლო ზონის მიხედვით:

სამაუწყებლო

ზონა

ანტენის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ

სიხშირე

მგჰც 

სიმძლ. კვტ

მაუწყებლობის საშ.რად კმ

1

3

ყვარელი

სანავარდოს ანძა

45E46; 41N58

45

103.8

0.25

15

     შენიშვნა:

1. სამაუწყებლო ზონები განსაზღვრულია კომისიის 2003 წლის 13 ივნისის N267 გადაწყევტილების პირველი პუნქტით. აღნიშნულ მე-3 ზონაში გაერთიანებულია თელავის, გურჯაანის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლისწაროს, თიანეთის რაიონები.

2. გეოგრაფიული კოორდინატები მითითებულია საანძო კონსტრუქციისათვის. შესაძლებელია ანძის კონსტრუქციის აგება აღნიშნული კოორდინატებიდან 50-150 მეტრის რადიუსში ზღვის დონიდან ანტენის განთავსების მითითებული სიმაღლის შენარჩუნებით (კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი ნებართვების მიღების შემთხვევაში).                                                            ბ) სამოქმედო ზონა – სამაუწყებლო ზონა 3

ბ) კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2003 წლის 19 დეკემბრის 12 საათი. 

გ) გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 1721.25 (ათას შვიდას ოცდაერთი) ლარით;

3. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისთვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირისთვის – საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები დამფუძნებლების შესახებ;

გ) ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის სახე, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

დ) ტელერადიომაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;

ე) ტელერადიომაუწყებლობის დადგენილი პრიორიტეტების უზრუნველყოფის პირობები;

ვ) სამაუწყებლო ზონის დასახლებული ტერიტორიის მაუწყებლობით მოცვის გრაფიკი და  სამაუწყებლო ზონაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადები;

ზ) ტელერადიოპროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებები;

4. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ბ) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით, კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დარჩენილი თანხა გადაიხადოს კონკურსის პირობების შესაბამისად.

გ) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; ფიზიკური პირისათვის – აგრეთვე, პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ლიცენზიის მიღების შემთხვევაში განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

ე) სამაუწყებლო საქმიანობის დოკუმენტურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმა;

ვ) განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური პროექტი, რომელმაც სამშენებლო, სანიტარულ-ჰიგიენური, ეკოლოგიური ექსპერტიზისა და სათანადო ნებართვების უზრუნველყოფის მიზნით ექსპერტიზა უნდა გაიაროს კომისიასთან შექმნილ მუდმივმოქმედ ქვეკომისიაში. ლიცენზიის მაძიებელი კონკურსზე დაიშვება ქვეკომისიის დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში.

5. კომისია არ მიიღებს წარმოებაში ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ, თუ მის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, რის თაობაზეც ლიცენზიის მაძიებელს განემარტება განცხადების წარდგენისთანავე. დაუშვებელია კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის კომისიისათვის საფოსტო გზავნილების სახით მიწოდება. კონკურსის ჩატარების დროს სავალდებულოა ლიცენზიის მაძიებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება;

6. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მიღება, "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონის 452 და 362 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ეკრძალება:

ა) უცხო ქვეყნის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს და მის წარმომადგენლებს;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირს და მათ წარმომადგენლებს;

გ) უცხოეთის კანონმდებლობის მიხედვით რეგისტრირებულ პირს, მის წარმომადგენლობებსა და ფილიალებს;

დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომლის საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი ეკუთვნის ამ პუნქტის „ბ"–„გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სუბიექტს.

ე) პირს, რომელიც კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში სამაუწყებლო სიხშირული რესურსის საერთო მოცულობის 50%-ის ან მეტის მფლობელი გახდება ამ გადაწყვეტილების 1-ლ ან მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კონკრეტულ სამაუწყებლო ზონაში.

7. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება შემდეგი ასპექტების მიხედვით:

ა) ტექნიკური;

ბ) ფინანსური;

გ) პროგრამირების.

8. ტექნიკური ასპექტის შეფასებისას კომისია პრიორიტეტს ანიჭებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების პირობას, აგრეთვე მის მიერ მაუწყებლობის პროცესში გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ევროპულ ჰარმონიზებულ სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხს.

ტექნიკური ასპექტის მიხედვით შეფასების მაჩვენებელია 1 ქულა.

9. ფინანსური ასპექტი შეფასდეს წარმოდგენილი სამაუწყებლო საქმიანობის დოკუმენტალურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმის თანახმად, მიმდინარე და მომავალში საქმიანობის დაწყებისა და გაფართოების დაფინანსების წყაროების და მოცულობის მიხედვით, შემდეგი ჩამონათვალის შესაბამისად:

ა) საკუთარი წყაროები (მათ შორის უშუალოდ განხორციელებული საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები);

ბ) სესხები;

გ) სუბსიდიები, გრანტები და სპონსორული დაფინანსება;

ფინანსური ასპექტის მიხედვით შეფასების მაჩვენებელია 2 ქულა;

10. პროგრამირების ასპექტი შეფასდეს წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის კომისიის 2003 წლის 13 ივნისის  N267 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან შესაბამისობის, აგრეთვე მასში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ოდენობის მიხედვით. პროგრამირების ასპექტის მიხედვით შეფასების მაჩვენებელია 3 ქულა.

11. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის "დ", "ე", "ვ", "ზ" ქვეპუნქტით, მე-4 პუნქტის "დ" და "ე" ქვეპუნქტებით, მე-9 და მე-10 პუნქტების მოთხოვნების ამსახველი მასალები უნდა წარმოადგინოს ბიზნეს-გეგმის სახით, რომელსაც თან უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

12. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია – ტექნიკური, ფინანსური და პროგრამირების ასპექტების მიხედვით დაგროვილი ქულების მაქსიმალური რაოდენობა.

13. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება კომისიის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე დგინდება საჭირო დოკუმენტაციის არსებობა და კონკურსის პირობებთან შესაბამისობა. კონკურსში მონაწილეობისთვის არ დაიშვება ის პირი, რომელსაც არასრულად აქვს წარმოდგენილი დოკუმენტაცია ან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან კონკურსის პირობებს. სხდომის ოქმი, რომელსაც კონკურსის დამთავრების შემდეგ ხელს აწერენ საკონკურსო სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი, მოწმდება კომისიის ბეჭდით.

14. თუ კონკურსის ორი ან მეტი მონაწილის ქულების ოდენობა თანაბარია, კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონის 455 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, შემდეგი წესით:

ა) საკონკურსო სხდომის თავმჯდომარის მიერ ხდება სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დაფიქსირება და თანხის იმ მინიმალური ოდენობის გამოცხადება, რომელიც უნდა დაემატოს კონკურსის მსვლელობისას ბოლო მაქსიმალურ განაცხადში დაფიქსირებული თანხის ოდენობას (საკონკურსო ბიჯი). საკონკურსო ბიჯი უცვლელია.

ბ) კონკურსის მონაწილის მიერ კონკურსის დაწყებისას დაფიქსირებული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს ნაკლები სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და საკონკურსო ბიჯის ჯამისა.

გ) ყოველი მომდევნო მონაწილის მიერ თანხის დაფიქსირება ხდება წინა მონაწილის მიერ თანხის დაფიქსირების შემდგომ საკონკურსო ბიჯის დამატებით. კონკურსის მონაწილეს უფლება აქვს დააფიქსიროს საკონკურსო ბიჯზე მეტი თანხა.

დ) კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომელიც კონკურსის მსვლელობისას დააფიქსირებს გადასახდელი თანხის მაქსიმალურ ოდენობას.

ე) ყოველი მონაწილის მიერ დაფიქსირებული თანხა აისახება სხდომის ოქმში.

15. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ მიიღება კომისიის გადაწყვეტილება. კომისიის გადაწყვეტილების ასლი კონკურსის შედეგების შესახებ ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს.

16. სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა ან სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის პირობები მითითებული უნდა იყოს კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში.

17. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის ან სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის კომისიის ანგარიშზე, ხოლო 10%-ის კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის გასვლიდან მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში თანაბარწილად ლიცენზიის მოქმედების ვადის ყოველი მომდევნო წლის პირველივე თვის განმავლობაში სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად.

18. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი", "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ", "დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ", „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ", „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ", „რეკლამის შესახებ" და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესები.

19. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია მაუწყებლობის განხორციელების პროცესში უზრუნველყოს მისთვის ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონ(ებ)ის სრულად დაფარვა ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში, საკუთარი სამაუწყებლო ქსელის შექმნის ან სხვა პირის ტექნიკური საშუალებების სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე გამოყენების გზით.

20. კომისია უფლებამოსილია კონკურსში გამარჯვებულს განუსაზღვროს სამაუწყებლო ზონებში შემავალი იმ ტერიტორიების დაფარვის გრაფიკი, სადაც მაუწყებლობა შეზღუდულად, ან საერთოდ არ ვრცელდება;

21. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

22. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია მაუწყებლობის დაწყების შემდეგ კვირაში ერთხელ კომისიას მიაწოდოს და გამოაქვეყნოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე.

23. კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის მიღებისას კონკურსის პირობები და ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნული პირობები აისახება კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის განსაკუთრებულ პირობებში, როგორც ტელერადიომაუწყებლობის ოპერატორის ვალდებულებები.

24. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად - 2003 წლის 7 ნოემბრის 17 საათამდე;

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად - 2003 წლის 7 ნოემბრის 17 საათამდე;

25. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

26. საკონკურსო სხდომა საჯაროა. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) ინტერნეტში;

27. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს (გ. რატიშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

28. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს საზოგადოებრივ ურთირთობათა კოორდინატორს გ.რატიშვილს.

    კომისიის თავმჯდომარე                                                                        ვ.აბაშიძე                                                           

                

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები