წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 489 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 489 / 17

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2003

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის  2003 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რა განსახილველად წარმოდგენილი 2003 წლის მეოთხე კვარტლის კომისიის სამუშაო გეგმა, კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დამტკიცდეს  კომისიის  2003 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმა (თან ერთვის) კომისიის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;

2. დაევალოთ კომისიის აპარატის სტრუქტურულ დანაყოფებს უზრუნველყონ წინამდებარე სამუშაო გეგმით გათვალისწინებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების კომისიის სხდომებზე  დამტკიცებულ ვადებში წარმოდგენა.

3. პერიოდულად მოხსენდეს (ი. ხარებავა) კომისიის წევრებს ინფორმაცია აპარატის თათბირებზე სტრუქტურული დანაყოფების მიერ კომისიის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულებისა და მიმდინარეობის შესახებ.

    

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავას).

კომისიის თავმჯდომარე:                                             ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები