წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 492 საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 492 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2003

საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით (# 50/9-2351, 18.09.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 27557/SO) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სატარებელი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 27557/SO)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                                                    ვ. აბაშიძე                                             

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები