გადაწყვეტილება N 493 ს.ს. „ქართული შაქარისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2003
მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ს.ს. ქართულმა შაქარმა„ (რეგისტრირებული ქარელის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 ივნისის N 53/5-9 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (# 25/11, 19.09.03.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 1184015) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენს სატარებელ და მობილურ რადიოსადგურებს.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა ს.ს. ქართულ შაქარს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 1184015) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს ს.ს. ქართულმა შაქარმა„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
