გადაწყვეტილება N 494 მოქალაქე ზურაბ ლობჟანიძესთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2003
მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ მოქალაქე ზურაბ ლობჟანიძემ (მცხოვრები ბოლნისის რ-ის სოფ. რაჭისუბანში, პირადობის მოწმობა N 0213396) კომისიას მიმართა განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 3241; 15.09.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენს თანამგზავრული ინტერნეტ კავშირის სისტემას.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა მოქალაქე ზურაბ ლობჟანიძეს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 3241; 15.09.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს მოქალაქე ზურაბ ლობჟანიძემ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
