წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 495 სამშენებლო-სანარდო და სავაჭრო სს „აისელისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 495 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2003

სამშენებლო-სანარდო და სავაჭრო სს „აისელისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ სამშენებლო-სანარდო და სავაჭრო სს „აისელმა„   (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 28 მაისის N 2/8-185 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებებით (N OL-0019, 23.09.03.) წარმოდგენილი  დოკუმენტაციის (N 006459; 15.09.03.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. სამშენებლო-სანარდო და სავაჭრო სს „აისელი„ საქართველოში ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ახალი კომპლექსის მშენებლობას (საპროექტო-სამშენებლო საქმინობაზე სახელმწიფო ლიცენზია N 3203). მაღალსიხშირული მოწყობილობები (სატარებელი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა სამშენებლო-სანარდო და სავაჭრო სს „აისელს„  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული  დოკუმენტაციით (N 006459; 15.09.03.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს კომპანია „სამშენებლო-სანარდო და სავაჭრო სს „აისელმა„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორიგის  სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

                 კომისიის თავმჯდომარე                                                  ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები