გადაწყვეტილება N 496 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის N 43 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2003
მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2003 წლის N 43 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
2003 წლის 3 ოქტომბრის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) N 43 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის მე-2 (ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ) და მე-6 (შპს ტელეკომპანია აისი-მე-20 არხის„ N 930 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ) საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის მიზეზით მათი გადადების, აგრეთვე დღის წესრიგის პროექტში საკითხების: შპს კვარციტისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის, შპს ტელეკომპანია პირველი სტერეოსთვის„ საეთერო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 18 ივლისის 349/11 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საშტატო განრიგში დამატებების შეტანის შესახებ დამატებით შეტანის მიზნით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადაიდოს N 43 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 (ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ) და მე-6 (შპს ტელეკომპანია აისი-მე-20 არხის„ N 930 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ) საკითხების განხილვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენამდე;
2. დამატებულ იქნეს N 43 სხდომის დღის წესრიგის პროექტში საკითხები შპს კვარციტისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის, შპს ტელეკომპანია პირველი სტერეოსთვის„ საეთერო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 18 ივლისის 349/11 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საშტატო განრიგში დამატებების შეტანის შესახებ;
2. დამტკიცდეს კომისიის N 43 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი ცვლილების გათვალისწინებით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს ( ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
