გადაწყვეტილება N 497 შპს “SABATEL”-ისთვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2003
მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს SABATEL”-მა (რეგისტრირებული ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, 22.11.2002 წელს, რეგისტრაციის N 01/04-1656). კომისიას მიმართა განცხადებით (N 13 30.07.2003), ქ. ბათუმში ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს SABATEL„-ი ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების განსახორციელებლად, საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვისათვის წარმოდგენილი ტექნიკური პროექტის გათვალისწინებით, ითხოვს ნუმერაციის რესურსს 1000 სააბონენტო ნომრის ტევადობით.
2003 წლის 26 სექტემბერს მოხდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ შპს „SABATEL”-ის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ბ.ა„ ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 20-ე მუხლის პირველი პუნქტის თ„ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს N 1371 ლიცენზია შპს „SABATEL”-ს ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება ქ. ბათუმში;
2. გამოეყოს თავისუფალი სასადგურო ინდექსი 3 XXXX ქ. ბათუმში საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვისათვის ლიცენზიის მოქმედების ვადით;
3. პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობა ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში ლიცენზიის და ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვის გაუქმების საფუძველია;
4. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);
5. შპს „SABATEL”-მა უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
6. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;
7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს /დ. ქუთათელაძე/.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
