გადაწყვეტილება N 498 შ.პ.ს. “მაქე-სერვისი”-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2003
მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს მაქე-სერვისმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 2 დეკემბრის N 5ა/4-3465 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (11.08.2003წ.), სერვისული მომსახურების (ტაქსის გამოძახება და სხვა) განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსის გამოყოფის შესახებ. შპს მაქე-სერვისს„ წარმოდგენილი აქვს კომისიის საქამიანობის მარეგულირებელი წესების 21-ე მუხლის დ„ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია და გადახდილი აქვს სანებართვო მოსაკრებელი.
კომისიას შესაძლებელად მიაჩნია ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლამდე შპს მაქე-სერვისს„ ზემოაღნიშნული მომსახურების განსახორციელებლად გამოეყოს თავისუფალი ნუმერაციის რესურსი 080 (ნული-რვა-ნული).
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 20-ე მუხლის პირველი პუნქტის თ„ ქვეპუნქტის და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „მაქე-სერვისს” სერვისული მომსახურების განსახორციელებლად ისარგებლოს ნუმერაციის რესურსით 080-ით 1 (ერთი) წლის ვადით;
2. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „მაქე-სერვისი”-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (დ. ქუთათელაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
