წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 500 გაეროს დამკვირვებელთა მისიისთვის საქართველოში (UNOMIG) სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 500 / 13

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2003

მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2003

გაეროს დამკვირვებელთა მისიისთვის საქართველოში (UNOMIG)  სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში (UNOMIG) კომისიას მიმართა განცხადებით (N 05.09.03.) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები განსაზღვრულია კორესპონდენციის გადასაცემად და გამოყენებული უნდა იყოს  გაეროს ოფისსა (ქ. თბილისი, კრწანისის 38.) და მახათას მთას შორის,  არეთვე  მახათას მთასა და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რეზიდენციას (ქ. თბილისი, ტაბიძის 14) შორის კავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29 მუხლის  მე-7  პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            მიენიჭოს გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში (UNOMIG) 14 502.75 მგჰც, 14 922.75 მგჰც, 14 510.75 მგჰც  და  14 930.25 მგჰც სიხშირეები მეორადი გამოყენების უფლებით სამსახურეობრივი რადიოკავშირისთვის ერთი წლის ვადით;

2.             აღირიცხოს გაეროს დამკვირვებელთა მისიისთვის საქართველოში (UNOMIG) მინიჭებული სიხშირეები  კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ზ. გონჯილაშვილი);

3.            უზრუნველყოს გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში (UNOMIG) კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში გაეროს დამკვირვებელთა მისიისთვის საქართველოში (UNOMIG) სიხშირის მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

6.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის   სამსახურს   (თ. ძაგნიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები