გადაწყვეტილება N 501 ი/ს „ზაზა პეტრიაშვილისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2003
მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში კომისია) აღნიშნავს, რომ ი/ს ზაზა პეტრიაშვილმა„ (რეგისტრირებული ახალციხის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის მიერ 2003 წლის 7 თებერვალს, გადასახადის გადამხდელის მოწმობა სერია აა N 117650) კომისიას მიმართა განცხადებით (N 29.08.03.) რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის სიხშირეების მინიჭების თაობაზე. ლიცენზიის (N 1364, 11.07.03.) პირობების შესაბამისად, ი/ს ზაზა პეტრიაშვილი„ აწარმოებს საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას ქ. ახალციხეში. რადიოსარელეო სიხშირეები განსაზღვრულია სატელევიზიო სიგნალების მისაწოდებლად ქ. ახალციხის სატელევიზიო ანძიდან საწარმოს სტუდიამდე და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ი/ს ზაზა პეტრიაშვილს„ 12 079 მგჰც და 12 135 მგჰც სიხშირეები ქ. ახალციხეში რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;
2. აღირიცხოს ი/ს ზაზა პეტრიაშვილისთვის„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ზ. გონჯილაშვილი);
3. უზრუნველყოს ი/ს ზაზა პეტრიაშვილმა„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/ს ზაზა პეტრიაშვილისთვის„ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
