გადაწყვეტილება N 502 სს „საქართველოს ელექტროკავშირისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2003
მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ სს საქართველოს ელექტროკავშირმა” კომისიას მიმართა განცხადებით (N 14-3/2-183; 30.06.03.) მაღალსიხშირული მოწყობილობის (თანამგზავრული მიწისზედა სადგური) ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ. განცხადებას თან ერთვის მაღალსიხშირულ მოწყობილობაზე სანიტარული ზონის ანგარიშის და კონსტრუქციული გადაწყვეტილებების პროექტი, აგრეთვე გარემოს დაცვის ინსტიტუტის დასკვნა აღნიშნულ პროექტზე. ლიცენზიის (N 846, 01.02.99.) პირობების შესაბამისად, სს საქართველოს ელექტროკავშირი” აწარმოებს საერთაშორისო ტანამგზავრული კავშირის მიწისზედა სისტემით მომსახურებას. მაღალსიხშირული მოწყობილობა (თანამგზავრული მიწისზედა სადგური) განთავსებული იქნება ქ.თბილისში, წინამძღვრიშვილის ქ.95-ში და გამოყენებული უნდა იყოს აღნიშნული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის .
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 26 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა სს საქართველოს ელექტროკავშირს” მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლოატაციაზე (ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ.95) წარმოდგენილი ტექნიკური ანგარიშის გათვალისწინებით N 846 ლიცენზიის მოქმედების ვადით;
2.უზრუნველყოს სს საქართველოს ელექტროკავშირმა” მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლოატაციაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3.შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
