წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 503 შპს “დაცვის საერთაშორისო სამსახურისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 503 / 7

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2003

მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2003

შპს „დაცვის საერთაშორისო სამსახურისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების  გამოყენებაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს  „დაცვის საერთაშორისო სამსახურმა” კომისიას მიმართა განცხადებით (N 21.08.03), თანდართული ჩამონათვალის შესაბამისად, მაღალსიხშირული მოწყობილოებიბის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს  „დაცვის საერთაშორისო სამსახურს” კომისიის გადაწყვეტილებით (N 3/13; 03.01.03.) მიენიჭა სიხშირეები 147.150 მგჰც, 152.275 მგჰც, 155.200 მგჰც და 162.725 მგჰც, რომლებიც განსაზღვრულია ამ გადაწყვეტილების დანართში მითითებული რადიოსადგურებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს ქ. თბილისში სამსახურის თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

      „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 26 მუხლის  პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ    

გადაწყვიტა:

1.            მიეცეს ნებართვა შპს  „დაცვის საერთაშორისო სამსახურს” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;

2.            უზრუნველყოს შპს  „დაცვის საერთაშორისო სამსახურმა” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის მოქმედი  კანონმდებლობით  გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.            შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;     

5.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).

         კომისიის  თავმჯდომარე                                                                  ვ. აბაშიძე

                                            

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები