გადაწყვეტილება N 506 შპს “მზესთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2003
მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „მზემ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 17 სექტემბრის N 5ა/4-3093 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 88/2003, 01.10.03.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 27556/SO) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების (სატარებელი რადიოსადგურები) შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. შპს „მზე” ფირმა „მოტოროლას” ავტორიზირებული დისტრიბუტორია და საქართველოში შემოაქვს მაღალსიხშირული მოწყობილობები მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს „მზეს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 27556/SO) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს შპს „მზემ” კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების რეალიზაციის შესახებ ორგანიზაციის, აპარატურის ტიპისა და საქარხნო ნომრების მითითებით;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
