გადაწყვეტილება N 508 შპს ტელეკომპანია “პირველი სტერეო”-სათვის საეთერო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2003
მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2003
შპს ტელეკომპანია „პირველი სტერეო”-სათვის საეთერო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია) აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ 2003 წლის 13 ივნისის კომისიის #267/10 გადაწყვეტილებით, გამოცხადდა კონკურსი საეთერო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად 10 გადამცემის გამოყენებით შემდეგ სამაუწყებლო ზონებში:
1 ზონა: ქ.თბილისი
2 ზონა: ქ.ბათუმი, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის, ხულოს
რაიონები.
3 ზონა: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის, სიღნაღის,
დედოფლისწაროს, თიანეთის რაიონები.
4 ზონა: მცხეთის, კასპის, გორის, ხაშურის, ქარელის, ცხინვალის, ჯავის,
ახალგორის, დუშეთის, ყაზბეგის რაიონები.
5 ზონა: ქ.რუსთავი, გარდაბნის, საგარეჯოს, მარნეულის, ბოლნისის,
თეთრი-წყაროს, დმანისის რაიონები.
6 ზონა: ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ნონოწმინდის, წალკის რაიონები.
7 ზონა: ქ.ქუთაისი, ხონის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ზესტაფონის,
თერჯოლის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის
რაიონები
8 ზონა: ჭიათურის, საჩხერის, ონის, ტყიბულის, ამბროლაურის, ცაგერის,
ლენტეხის რაიონები
9 ზონა: ქ.ფოთი, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ხობის რაიონები.
10 ზონა: ქ.ზუგდიდი და ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მესტიის რაიონები.
ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. სალიცენზიო ღირებულების საწყისი ოდენობა განისაზღვრა 262868,06 ლარით, ხოლო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა 2003 წლის 12 აგვისტოს 17 საათით. საკონკურსო სხდომის თარიღად გამოცხადდა 2003 წლის 19 სექტემბერი;
საქართველოს კანონმდებლობისა და ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის 2003 წლის 13 ივნისის N267/10 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ შპს ტელეკომპანია პირველმა სტერეომ„, რომელმაც გაიარა ექსპერტიზა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ შესაბამის ქვეკომისიაში და მიღებულია დასკვნა (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N4 17.09.2003 წ.), რომ შპს ტელეკომპანია პირველი სტერეოს„ მიერ საეთერო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან. ამასთან, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 455 მუხლიდან გამომდინარე და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად: ,,თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. კონკურსში მონაწილემ დაადასტურა, რომ იგი თანახმაა საეთერო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე ლოცენზიის მისაღებად გადაიხადოს 262868,06 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2003 წლის 19 სექტემბერს გამართულ კონკურსში საეთერო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ტელეკომპანია პირველი სტერეო„, რომელმაც თანხმობა განაცხადა გადაიხადოს 262868,06 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ საეთერო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის N 448/10 გადაწყვეტილების თანახმად, შპს ტელეკომპანია პირველმა სტერეომ„ სალიცენზიო გადასახდელის 20% (52573,61) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (26286,81) გამოკლებით 26286,81 ლარი ჩარიცხა კომისიის ანგარიშზე და სალიცენზიო გადასახდელის 10 % ანუ 26286,81 ლარი ჩარიცხა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის დ.ე„ ქვეპუნქტის, 453 და 454 მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ა/წლის 19 სექტემბრის საკონკურსო სხდომის N 448/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს N1375 ლიცენზია შ.პ.ს. ტელეკომპანია „პირველ სტერეოს” საეთერო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა;
ლიცენზიის სახეობა: საეთეროს სპეცილიზებული ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის საგანი: საეთერო სპეცილიზებული ტელემაუწყებლობა 10 გადამცემის გამოყენებით მითითებული სამაუწყებლო ზონებისა და ტექნიკური პარამეტრების მიხედვით:
|
სამაუწყებლო ზონა |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ. |
სატელევიზიო არხი |
სიმძლავრე კვტ |
მაუწყებლობის საშ. რადიუსი კმ. |
|
|
1 |
2 |
ბათუმი |
41E43 41N41 |
110 |
53 |
1.0 |
25 |
|
2 |
3 |
ყვარლის რ-ნი, სანავარდო |
45E46 41N58 |
55 |
10 |
0.8 |
20 |
|
3 |
4 |
გორი |
44E03 42N02 |
165 |
36 |
3.0 |
30 |
|
4 |
5 |
ბოლნისი |
44E32 41N26 |
40 |
39 |
2.0 |
25 |
|
5 |
6 |
ბორჯომის რ-ნი, სოფ. ცხრა წყარო |
43E31 41N42 |
40 |
3 |
1.0 |
|
|
6 |
6 |
ახალქალაქი |
43E25 41N21 |
55 |
37 |
1.0 |
15 |
|
7 |
7 |
ქუთაისი |
42E44 42N17 |
60 |
23 |
3.0 |
30 |
|
8 |
8 |
საჩხერე |
43E24 42N21 |
40 |
22 |
0.5 |
15 |
|
9 |
9 |
სენაკი |
42E05 42N17 |
25 |
28 |
0.5 |
15 |
|
10 |
10 |
ზუგდიდი |
41E52 42N30 |
30 |
37 |
1.0 |
15 |
შენიშვნა: კომისია ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით დამატებით განსაზღვრავს შესაბამის პარამეტრებს მე-11 სამაუწყებლო ზონის (ქ.სოხუმი, გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის, გუდაუთის, გაგრის რაიონები) დაფარვის მიზნით.
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში; (ე.ასანიძე)
3. შპს ტელეკომპანია ,,პირველი სტერეო ვალდებულია:
ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, რეკლამის შესახებ„, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;
ბ) კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
გ) კვირაში ერთხელ გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;
დ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი (შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ);
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;
ზ) კომისიას წარუდგინოს მის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;
თ) კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე;
ი) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;
კ) რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;
ლ) მაუწყებლობის განხორციელების პროცესში უზრუნველყოს მისთვის ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონ(ებ)ის სრულად დაფარვა ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში, საკუთარი სამაუწყებლო ქსელის შექმნის ან სხვა პირის ტექნიკური საშუალებების სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე გამოყენების გზით;
მ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში წარდგენილ პროექტში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში არის ასახული;
4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (184007,64 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141107 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
20445,29 - ლარი - 2004 წლის 3 ნოემბერი
20445,29 - ლარი - 2005 წლის 3 ნოემბერი
20445,29 - ლარი - 2006 წლის 3 ნოემბერი
20445,29 - ლარი - 2007 წლის 3 ნოემბერი
20445,29 - ლარი - 2008 წლის 3 ნოემბერი
20445,29 - ლარი - 2009 წლის 3 ნოემბერი
20445,29 - ლარი - 2010 წლის 3 ნოემბერი
20445,29 - ლარი - 2011 წლის 3 ნოემბერი
20445,29 - ლარი - 2012 წლის 3 ნოემბერი
5. შპს ტელეკომპანია „პირველმა სტერეომ” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
6. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები სრულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში.
7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
