წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 509 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 18 ივლისის N 349/11 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის საშტატო განრიგში დამატების შეტანის შესახებ

ნომერი: 509 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2003

მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2003

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 18 ივლისის  N 349/11 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის საშტატო განრიგში დამატების შეტანის შესახებ

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე„ დამატებები შევიდა კანონის 341 მუხლში, აგრეთვე „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 2003 წლის 26 აგვისტოს საქართველოს კანონის საფუძველზე დამატებები შევიდა კანონის 51-ე მუხლში. აღნიშნული ცვლილებები და დამატებები არეგულირებენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად მარეგულირებელ ორგანოსთან მარეგულირებელი კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად ყალიბდება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, რომლის საქმიანობა რეგულირების შემადგენელი ნაწილია და ფინანსდება რეგულირების საფასურიდან.  

    კომისიას მიაჩნია, რომ საკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერტესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მიზანშეწონილია კომისიის საშტატო განრიგში მომხმარებელთა უფლებების დამცველის სამსახურს მიმდინარე წელს დაემატოს ერთი საშტატო ერთეული, ხოლო 2004 წლიდან უფროსი სპეციალისტის ერთი საშტატო ერთეული და აღნიშნული შესაბამისად აისახოს 2004 წლის ბიუჯეტში ცალკე მუხლად.

         კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის, კომისიის დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ:

გადაწყვიტა:

1.შეტანილ იქნეს შესაბამისი დამატება კომისიის 2003 წლის 18 ივლისის N 349/11 გადატყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის საშტატო განრიგში: მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურს დაემატოს სპეციალისტის ერთი შტატი და დამტკიცდეს კომისიის ახალი საშტატო განრიგი თანდართული სახით.

2. კომისიის აპარატის მთავარმა ბუღალტერმა (ი. აბულაძე) აღნიშნული შესწორების გათვალისწინებით მოახდინოს ხელფასების გადაანგარიშება ა/წ 20 ოქტომბრიდან.

3. კომისიის აპარატის მთავარმა ბუღალტერმა (ი. აბულაძე) კომისიის 2004 წლის ბიუჯეტის პროექტში ცალკე მუხლად ასახოს მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯები, მათ შორის უფროსი სპეციალისტის ხელფასის კოეფიციენტი.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესარულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს    (კ. ყურაშვილი).

    კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები