წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 510 ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირს“, ს/ს „გლობალ ერთს“ და მოქალაქე ო. გოგობერიშვილს შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 510 / 16

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2003

მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2003

ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირს„, ს/ს „გლობალ ერთს„ და

მოქალაქე ო. გოგობერიშვილს შორის დავის განხილვის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიის სახელზე შემოვიდა მოქალაქე ოთარ გოგობერიშვილის განცხადება (# 90/089-03, 13.08.2003 წ.), რომელშიც იგი ეჭვქვეშ აყენებს მის ტელეფონზე (22-14-54) დარიცხული დავალიანების (74.78 ლარი) მართლზომიერებას.

         ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ლ„ ქვეპუნქტისა და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1.                  დაინიშნოს დავის განხილვა შპს ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირს„, ს/ს „გლობალ-ერთსა„ და აბონენტ ოთარ გოგობერიშვილს შორის 2003 წლის 24 ოქტომბერს;

2.                  მოწვეულ იქნეს ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირის„, ს/ს „გლობალ-ერთის„ უფლებამოსილი წარმომადგენლები და აბონენტი ო. გოგობერიშვილი სხდომის გამართვამდე 7 დღით ადრე;

3.                  წინამდებარე გადაწყვეტილების შესახებ ეცნობოს ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირს„, „გლობალ-ერთსა„ და მოქალაქე ო. გოგობერიშვილს;

4.                  უზრუნველყოს ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირმა„ და ს/ს „გლობალ-ერთმა„ სხდომაზე უფლებამოსილი წარმომადგენლების დასწრება;

5.                  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ., 7ა) ექვსი თვის ვადაში;

6.                  კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურს (ლ. მუხაშავრია).

         ვ. აბაშიძე                                                                  თავმჯდომარე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები