გადაწყვეტილება N 513 ტელეკომპანია ,,იბერია-ტვ’’-ს დირექტორის ბ-ნ ა. ლაცაბიძისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) 2003 წლის 10 ოქტომბერს განიხილ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2003
მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2003
ტელეკომპანია ,,იბერია-ტვ-ს დირექტორის ბ-ნ ა. ლაცაბიძისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) 2003 წლის 10 ოქტომბერს განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ტელეკომპანია ,,იბერია-ტვ-ს დირექტორის ბ-ნ ა.ლაცაბიძის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1448 მუხლით გათვალისწინებული ადმინისრტაციული სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე.
საქმის განხილვისას გამოირკვა შემდეგი გარემოებები:
კომისიას ა/წლის 11 ივლისს მომართა ტელეკომპანია ,,ტელეიმედის გენერალურმა დირექტორმა ბ-ნ ბ. ბარათაშვილმა, რომელმაც წარმოადგინა ფილმის ზღვის მგელი უფლებამფლობელ კომპანიასთან: ,,CAPITAL FILM COMUNICATION-თან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნული ფილმის საქართველოს ტერიტორიაზე საჯარო გადაცემის განსაკუთრებული უფლება ეკუთვნის მხოლოდ შპს ტელეკომპანია ტელეიმედს, ხოლო ა/წ 26 ივნისს ტელეკომპანია იბერია-ტვ-ს ეთერით განხორციელდა აღნიშნული ფილმის საჯარო გადაცემა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიამ 2003 წლის 23 ივლისს N02/0942-03 წერილით დასკვნისათვის მიმართა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრს ,,საქპატენტს, საიდანაც კომისიამ მიიღო დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია ,,ტელეიმედის პრეტენზია საფუძვლიანია, იმ შემთხვევაში, თუ თავად კომპანია „უფლებამოსილი იყო გადაეცა კომპანია ტელეიმედი„-სათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფილმების ეთერით გადაცემის უფლება„. კომისიამ ტელეკომპანია ტელეიმედის„ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე დაადგინა ზემოაღნიშნული კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილება.
ამავე დროს, 2003 წლის 23 ივლისის N02/0930-03 წერილით კომისიამ ტელეკომპანია ,,იბერია-ტვ-ს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლისა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 4510-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, მიმართა თხოვნით წარმოედგინათ კინოფილმის ,,ზღვის მგელი, აგრეთვე კომპანიის მიერ მაუწყებლობის პროცესში სხვა ტელერადიოპროგრამების, მათ შორის კინოფილმების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მაგრამ კომისიას აღნიშნული დოკუმენტაცია არ მიუღია. ნაცვლად ამისა, კომპანიის 2003 წლის 5 აგვისტოს N30/80 წერილში აღნიშნული იყო, რომ მიმდინარე წლის 9 იანვარს შპს ,,ტელეიმედის მიერ წარმოდგენილი ფილმების ნუსხაში, რომელზედაც ტელეკომპანია ,,ტელეიმედს ჰქონდა კინოპროდუქციის ჩვენების ექსკლუზიური უფლება, კინოფილმი ,,ზღვის მგელი არ აღმოჩნდა, რის გამოც განხორციელდა იბერია-ტვ„-ს მიერ ფილმის ჩვენება. კომისიამ მიიჩნია, რომ ტელეკომპანია იბერის-ტვ„-ს წერილში მოყვანილი არგუმენტაცია კინოფილმის ზღვის მგელის„ ჩვენების თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ„ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფილმის ჩვენების აუცილებელი სამართლებრივი საფუძველი ამგვარი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი საავტორო ხელშეკრულებაა, რომელიც იბერია-ტვ-ს„ არ წარმოუდგენია.
შესაბამისად, კომისიამ 2003 წლის 3 სექტემბრის N1148/03 წერილით განმეორებით მიმართა ტელეკომპანიას წინადადებით: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლისა და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 4510-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 2003 წლის 12 სექტემბრამდე წარმოედგინათ კინოფილმის ,,ზღვის მგელი, აგრეთვე კომპანიის მიერ მაუწყებლობის პროცესში სხვა ტელერადიოპროგრამების, მათ შორის კინოფილმების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მიუხედავად, აღნიშნულისა ამ წერილსაც არ მოჰყოლია შესაბამისი რეაგირება კომპანიის მხრიდან.
ამ საკითხთან დაკავშირებით 2003 წლის 12 სექტემბერს კომისიაში შედგა შპს ტელეიმედის„ განცხადების განხილვა, კომპანია ტელეიმედისა„ და შპს იბერია-ტვ„-ს უფლებამოსილ წარმომადგენელთა მონაწილეობით, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 2003 წლის 7 ოქტორმბერს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N
6.
კომისიამ მიიჩნია, რომ ტელეკომპანია ,,იბერია-ტვ-ს დირექტორის ბ-ნ ა.ლაცაბიძის მიერ დარღვეულ იქნა ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 4510 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს ტელერადიომაუწყებლის ვალდებულებას კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეკომპანია ,,იბერია-ტვ-ს დირექტორის ბ-ნ ა.ლაცაბიძის მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1448 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიუწოდებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე და 266-ე, აგრეთვე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-100 მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 41-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. ტელეკომპანია ,,იბერია-ტვ დირექტორს ბ-ნ ა.ლაცაბიძეს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 1448 მუხლის შესაბამისად დაედოს ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) 1000 ლარის ოდენობით;
2. ტელეკომპანია იბერია-ტვ-ის დირექტორმა ბ-ნ ა.ლაცაბიძემ უზრუნველყოს ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ჩაირიცხვა საქართველოს ეროვნული ბანკის N012103939 ანგარიშზე და ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიაში წარმოდგენა 30 დღის განმავლობაში;
3. ტელეკომპანია ,,იბერია-ტვ-ს დირექტორი ბ-ნ ა.ლაცაბიძე უფლებამოსილია გაასაჩივროს კომისიის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში 10 დღის ვადაში მისამართზე: ქ.თბილისი, დ. არაყიშვილის ქუჩა 3;
4. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული სამსახურის სპეციალისტს გ. გოგელიას.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
