გადაწყვეტილება N 514 სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახალ ქსელებს”, სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს“ შორის არსებული სადავო საკითხების განხილვის დღის დანიშვნის და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2003
მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2003
სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს ახტელს„ შორის არსებული სადავო საკითხების განხილვის დღის დანიშვნის და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია სს საქართელოს ელექტროკავშირის„, შპს ახალ ქსელების„ და შპს ახტელის„ წერილები მათ შორის არსებული სადავო საკითხების განხილვის მოთხოვნით.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 45-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ განიხილა სს საქართველოს ელექტროკავშირის„, შპს ახალ ქსელების„ და შპს ახტელის„ მოთხოვნები კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე 2003 წლის 10 ოქტომბერს.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს ახალი ქსელების„ და შპს ახტელის„ გენერალური დირექტორი ბ-ნი ა.იაშვილი და სს საქართველოს ელექტროკავშირის„ წარმომადგენელი ქ-ნი ლ.რობაქიძე.
კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა მხრეთა შორის არსებული სადავო საკითხები:
1. სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს ახტელს„ შორის 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების საფუძველზე 2003 წლის 1 ივლისიდან სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს ახტელს„ შორის განხორციელებულ ლოკალურ ზარებზე ანგარიშსწორების საკითხი;
2. სინქრონულ ციფრული იერარქიის (SDH) ქსელთან დაკავშირებით:
ა) შპს ახალი ქსელების„ მიერ დადგენილი სინქრონულ ციფრული იერარქიის (SDH) ქსელის საიჯარო თანხის ოდენობის მონოპოლიურად მაღალ ფასად ცნობისა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის ა„ ქვეპუნქტთან შესაბამისობის საკითხი;
ბ) 43 2 მეგაბიტიან არხზე ანგარიშსწორების საკითხი 2003 წლის 31 აგვისტოდან 6 ოქტომბრამდე პერიოდისათვის;
გ) SDH-ის ხარჯის ურთიერთჩართვის ტარიფში შეტანის საკითხი.
3. სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ შპს ახალი ქსელებისათვის„ 31, 33 და 52 ასს-ების სატელეფონო ზონაში კანალიზაციის არხებში კაბელების გატარებაზე ნებართვის გაცემის საკითხი;
4. შპს ახალი ქსელების„ კროსებში გადართული კაბელების საქართველოს ელექტროკავშირის„ 3-იანი ასს-ების და ასს 51-ის კროსებში გადართვის შესახებ;
5. სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს ,,ახტელს, სს საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს ,,ახალ ქსელებს შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების მოქმედების ვადის საკითხი.
ამასთან, კომისიის სხდომაზე მხარეებმა მოითხოვეს სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც შეისწავლის დავასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს, კერძოდ: SDH ქსელის იჯარის თანხის გაანგარიშების და ქსელის ტექნიკური მდგომარეობის საკითხს, შპს ახალი ქსელებს„ და სს საქართველოს ელექტროკავშირს„, შპს ახტელს„ და სს საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის 2003 წლის 1 ივლისიდან განხორციელებული ტრაფიკის ოდენობას. შპს ახალი ქსელების„ და შპს ახტელის„ გენერალურმა დირექტორმა ბ-ნმა ა.იაშვილმა დაასახელა შპს ახალი ქსელების„ და შპს ახტელის„ წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სამუშაო ჯგუფში: ფინანსური საკითხებთან დაკავშირებით: ნ.ტყეშელაშვილი და მ.კაპანაძე, ხოლო ტექნიკური საკითხებთან დაკავშირებით: ც.უჯმაჯურიძე და ლ.ინჯია. სს საქართველოს ელექტროკავშირის„ წარმომადგენელმა ქ-ნმა ლ.რობაქიძემ განაცხადა, რომ სს საქართველოს ელექტროკავშირი„ თავის წარმომადგენლებს სამუშაო ჯგუფში კომისიას წარმოუდგენს წერილობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-5 პუნქტის თ„ ქვეპუნქტის, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების 53-ე და 54-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაინიშნოს სს საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს ახალ ქსელებს„, სს საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს ახტელს„ შორის 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების მოქმედების ვადის თაობაზე დავის განხილვა 2003 წლის 24 ოქტომბერს 16 საათზე;
2. დაინიშნოს სს საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს ახალ ქსელებს„ შორის 31, 33 და 52 ასს-ების სატელეფონო ზონაში კანალიზაციის არხებში კაბელების გატარებაზე ნებართვის გაცემის თაობაზე დავის განხილვა 2003 წლის 24 ოქტომბერს 16 საათზე;
3. დაინიშნოს შპს ახალი ქსელების„ კროსებში გადრთული კაბელების სს საქართველოს ელექტროკავშირის„ 3-იანი ასს-ების და ასს 51-ის კროსებში გადართვის შესახებ დავის განხილვა 2003 წლის 24 ოქტომბერს 16 საათზე;
4. შეიქმნას ტექნიკური და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი კომისიის აპარატის თანამშრომლების: მ.გოთოშიას, დ.ქუთათელაძის, გ.ბუთბაიას, გ.გიორგაძის, ე.ასანიძის, შპს ახალი ქსელების„, შპს ახტელის„ და სს საქართველოს ელექტროკავშირის„ წარმომადგენელთა მონაწილეობით;
5. ეთხოვოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტს და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სპეციალისტების წარმოდგენა სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს ახტელს„ შორის დავასთან დაკავშირებული ტექნიკური და ფინანსური საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით;
6. ეთხოვოს სამუშაო ჯგუფს ორი კვირის ვადაში წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნები;
7. კომისია სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს ახტელს„ შორის განხორციელებულ ლოკალურ ზარებზე ანგარიშსწორებისა და სინქრონულ ციფრული იერარქიის (SDH) ქსელთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს განიხილავს სამუშაო ჯგუფის მიერ შესაბამისი დასკვნების წარმოდგენის შემდეგ;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
