გადაწყვეტილება N 519 შპს “თრიალეთის” ¹ 45 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადაანგარიშების და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2003
მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2003
შპს „თრიალეთის” N 45 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადაანგარიშების და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „თრიალეთმა” კომპანიის N 45 ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „თრიალეთის” სახელზე 1994 წლის 26 ოქტომბერს გაცემული იყო ლიცენზია N 45, რომელიც ითვალისწინებდა სატელევიზიო მაუწყებლობას პირველ სატელევიზიო არხზე სიმძლავრით 100 ვატი, სატელევიზიო მაუწყებლობას (231,25 მგჰც და 237,75 მგჰც) სიხშირეზე სიმძლავრით 100 ვატი, რადიომაუწყებლობას 69,72 მგჰც სიხშირეზე სიმძლავრით 20 ვატი (ქ. ქარელი).
შპს „თრიალეთმა” კომისიის N 184 (30.03.2001 წ.) გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია.
შპს თრიალეთის„ N 45 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით კომისიის N 231 (23.05.2003 წ) გადაწყვეტილებით განისაზღვრა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი, ხოლო კომისიის N 380 ( 01.08.2003 წ.) გადაწყვეტილებით შპს „თრიალეთის” N 45 ლიცენზიას გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2011 წლის 31 დეკემბრამდე. კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მოდიფიცირდა ლიცენზიის სახე და სახეობა. შესაბამისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
შპს თრიალეთი” თხოვს N 45 ლიცენზიით რადიომაუწყებლობისთვის განსაზღვრული სიხშირის (69.72 მგჰც), სატელევიზიო მაუწყებლობის სიხშირის (231,25-
237,75 მგჰც) შეცვლას და თანხმობას ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირველი სატელევიზიო არხის გადამცემის სიმძლავრის 1 კვტ-მდე გაზრდის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს გადაწყვეტილების (N 52, 24.06.97.) საფუძველზე შპს თრიალეთს„ მიეცა ნებართვა ახალდაბის სატელევიზიო სადგურში სატელევიზიო სადგურის განთავსების თაობაზე. დამონტაჟდა 1 კვტ. სიმძლავრის სატელევიზიო გადამცემი, რომელსაც იყენებს სატელევიზიო მაუწყებლობისთვის მე-4 სამაუწყებლო ზონის ტერიტორიაზე (ხაშურის, გორის, ქარელის, კასპის, ცხინვალის რაიონები). ჩატარებული რადიომონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, პირველ სატელევიზიო არხზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის ფუნქციონირება არ იწვევს ელექტრომაგნიტური თავსებადობის გაწონასწორებული პირობების დარღვევას მე-4 სამაუწყებლო ზონაში.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, შპს თრიალეთს„ N 45 ლიცენზიით გორის რეგიონში ტელემაუწყებლობისთვის ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ განესაზღვრა სიხშირეები (231.25 მგჰც 237.75 მგჰც).
ამასთან, მეზობელ მე 12 სატელევიზიო არხზე (223.25 მგჰც 229.75 მგჰც) ქ. გორში 1977 წლიდან ფუნქციონირებს 5 კვტ. სიმძლავრის საბაზო სატელევიზიო გადამცემი, რის გამოც მაუწყებლობის საერთო ზონაში შპს თრიალეთის„ მიერ ამ სიხშირეების გამოყენება ტექნიკურად შეუძლებელია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს თრიალეთის„ მოთხოვნის დაკმაყოფილება და N 45 ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირეების 231.25 - 237.75 მგჰც ნაცვლად დეციმეტრული დიაპაზონის 34-ე არხის მინიჭება. ახალდაბის (გორის რაიონი) სატელევიზიო სადგურში განთავსებული 3 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენება, არ არღვევს ელექტრომაგნიტური თავსებადობის გაწონასწორებულ პირობებს მე-4 სამაუწყებლო ზონაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს თრიალეთის„ რადიომაუწყებლობისთვის განსაზღვრული რადიოსიხშირე 69.72 მგჰც ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიორეგლამენტის შესაბამისად მიეკუთვნება რადიოსამაუწყებლო სამსახურისთვის გამოყოფილ 68-73 მგჰც სიხშირულ დიაპაზონს (პოლარული მოდულაციით), მაგრამ იგი, პრაქტიკულად აღარ გამოიყენება, ვინაიდან ფართო მოხმარების თანამედროვე მიმღებები აღნიშნულ დიაპაზონს არ მოიცავენ. რადიომაუწყებლობის სტერეოფონული პროგრამების ტრანსლირება წარმოებს 88-108 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში და თანამედროვე რადიომიმღებები სწორედ ამ დიაპაზონისათვის არის გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს თრიალეთის„ მოთხოვნის დაკმაყოფილება N 45 ლიცენზიით მიკუთნებული 69,72მგჰც სიხშირის შეცვლასთან დაკავშირებით და რადიომაუწყებლობისთვის 104,8 მგჰც-ის მინიჭება. აღსანიშნავია, რომ 104,8 მგჰც სიხშირეზე მოქმედი 1 კვტ. სიმძლავრის რადიოგადამცემის გამოყენებით მე-4 სამაუწყებლო ზონაში არ ირღვევა ელექტრომაგნიტური თავსებადობის გაწონასწორებული პირობები.
ზემოაღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კომისიის N 231 (23.05.03.) გადაწყვეტილებით შპს თრიალეთისთვის„ განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადაანგარიშება.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 და 453 მუხლების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო
გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-7 მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განისაზღვროს სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 60 467 (სამოცი ათას
ოთხას სამოცდაშვიდი) ლარით;
2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის (12 093 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
|
ბანკი |
სკბ „TBC-ბანკი” |
|
კოდი |
220101830 |
|
ანგარიშის N |
609326 |
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (6 047 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი. კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
4. უზრუნველყოს შპს „თრიალეთმა” ამ გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თანხების გადახდა ერთი თვის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე) შპს თრიალეთის„ მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თანხების გადახდიდან 7 სამუშაო დღის ვადაში მოამზადოს და წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი კომისიის გადაწყვეტილებაში (N380,01.08.03.) „შპს თრიალეთის„N45 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგძელების და მოდიფიცირების შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
