გადაწყვეტილება N 521 შპს “ულტრა კომუნიკაციები”-სთვის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2003
მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2003
შპს „ულტრა კომუნიკაციები”-სთვის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის თანახმად, კოდის გამოყენებით საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე ლიცენზია გაიცემა კონკურსის წესით.
მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, კომისიის 2003 წლის 13 ივნისს კომისიის N276 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი კოდის გამოყენებით საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2003 წლის 12 სექტემბერი, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა დადგინდა 2003 წლის 16 ივნისიდან 2003 წლის 5 სექტემბრამდე. სალიცენზიო ღირებულების საწყისი ოდენობა განისაზღვრა 27740 ლარით. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.
საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის 2003 წლის 13 ივნისს N276 გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესაბამისად, განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობისთვის წარმოადგინეს შ.პ.ს. ”მაკროკომმა„ და შ.პ.ს. ”ულტრა კომუნიკაციებმა”. კომპანიების მიერ წარმოდგენილი განაცხადები და დოკუმენტაცია შეესაბამება კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 361და 362მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.
მოქმედი კანონმდებლობისა და კომისიის 2003 წლის 13 ივნისს N276 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტის შესაბამისად, საკონკურსო სხდომა გაიმართა 2003 წლის 12 სექტემბერს. კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ„ 2003 წლის 13 ივნისის კომისიის N276 გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის თანახმად, კონკურსის ჩატარების დროს ლიცენზიის მაძიებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება„ კომერციულ კონკურსში მონაწილეობის მიღების სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს. შპს მაკროკომის„ წარმომადგენელს არ გააჩნდა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, შპს მაკროკომი„ არ იქნა დაშვებული კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 455მუხლიდან გამომდინარე და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე„ დებულების მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს ულტრა კომუნიკაციების„ უფლებამოსილმა პირმა დაადასტურა, რომ იგი თანახმაა კოდის გამოყენებით საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 27740 (ოცდაშვიდი ათას შვიდას ორმოცი) ლარი. კომპანიას სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე (10 %) და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე (10 %) სალიცენზიო ღირებულების გადახდა განესაზღვრა მ/წ 5 ოქტომბრამდე.
კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირების დასამყარებლად აირჩია კოდი 8-68 (რვა-ექვსი-რვა).
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომისიის N 420/10 გადაწყვეტილების თანახმად, შპს ულტრა კომუნიკაციებმა„ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ი (5448 ლარი) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (2774 ლარი) გამოკლებით - 2774 ლარი ჩარიცხა კომისიის ანგარიშზე და სალიცენზიო გადასახდელის 10 % ანუ 2774 ლარი ჩარიცხა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ.ბ„ ქვეპუნქტის, 362 მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ა/წლის 23 მაისის საკონკურსო სხდომის N 420/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს N1376 ლიცენზია შ.პ.ს. „ულტრა კომუნიკაციებს” საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება;
ნუმერაციის რესურსი: გამოეყოს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირების დასამყარებლად კოდი 8-68 (რვა-ექვსი-რვა);
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (19418 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141107 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
2157.55 - ლარი - 2004 წლის 10 ნოემბრამდე;
2157.55 - ლარი - 2005 წლის 10 ნოემბრამდე;
2157.55 - ლარი - 2006 წლის 10 ნოემბრამდე;
2157.55 - ლარი - 2007 წლის 10 ნოემბრამდე;
2157.55 - ლარი - 2008 წლის 10 ნოემბრამდე;
2157.55 - ლარი - 2009 წლის 10 ნოემბრამდე;
2157.55 - ლარი - 2010 წლის 10 ნოემბრამდე;
2157.55 - ლარი - 2011 წლის 10 ნოემბრამდე;
2157.55 - ლარი - 2012 წლის 10 ნოემბრამდე;
4. შპს „ულტრა კომუნიკაციებმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
6. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია) სალიცენზიო მოწმობისა და ლიცენზიის დედნის გაცემის უზრუნველყოფა.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
