წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 525 საზღვაო ხომალდებისთვის (“ALUMINIY”, “ASPEN”, “KHALED MUHIEDDINE-T” და “AFAMIA SUN”) სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 525 / 7

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2003

მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2003

საზღვაო ხომალდებისთვის („ALUMINIY”, „ASPEN”, „KHALED MUHIEDDINE-T” და „AFAMIA SUN”) სახმოებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა წერილებით (GMTA-LAF-8/1178;  GMTA-LAF-8/1179; GMTA-LAF-8/1180 და GMTA-LAF-8/1181, 29.09.03) საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი „რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”  საქართველოს  კანონის  42-ე  მუხლის  პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

 გადაწყვიტა:   

1.            მიეცეს ნებართვა საზღვაო ხომალდებს („ALUMINIY”, „ASPEN”, „KHALED MUHIEDDINE-T” და „AFAMIA SUN”) გამოიყენონ ცხრილში აღნიშნული სახმობები და ამოცნობის  ნიშნები:   

                                                   

N

ნებარ-  თვის N

ხომალდის მფლობელი

ხომალდის

დასახელება

სახმობი

MMSI  N

Selective call

1

0458

Centrex Trading LTD

„ALUMINIY”

4LTY

213 404 000

-

2

0459

Natalia Shipping Limited

„ASPEN”

4LTZ

213 405 000

69 479

3

0460

Judi Shipping Co.

„KHALED MUHIEDDINE T”

4LUH

213 406000

-

4

0467

Afamia Sun Company

„AFAMIA SUN”

4LUI

213 413 000

-

 

2.            შეტანილი იქნეს ინფორმაცია საზღვაო ხომალდზე გაცემული სახმობისა და ამოცნობის ნიშნების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  ( თ.ძაგნიძე).

             კომისიის  თავმჯდომარე                                                    ვ.აბაშიძე     

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები