წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 527 შპს “ორიონისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 527 / 7

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2003

მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2003

შპს „ორიონისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ორიონმა” (რეგისტრირებული ქ. სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2002 წლის 23 სექტემბრის N ა/4100/58-27 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 16; 01.10.03.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 3, 01.10.2003) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით. უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შპს „ორიონს” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით (N 272; 13.06.03. და N 68/13; 21.02.03) ქ. თბილისში მიენიჭა სიხშირეები დაცვის სისტემის ორგანიზებისთვის და რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის. მაღალსიხშირული მოწყობილობები გამოყენებული უნდა იყოს საზოგადოების საწესდებო ფუნქციების განსახორციელებლად.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ნებართვა შპს „ორიონს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციის (N 3, 01.10.2003) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „ორიონმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები