წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 528 შპს სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველო „თბილმედსერვისისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 528 / 7

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2003

მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2003

შპს სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველო „თბილმედსერვისისთვის„  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველო „თბილმედსერვისმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 1 მარტის N 5ა/4-2458 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 34/010; 07.109.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N FRT-SI-1014) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სატარებელი მიმღებ-გადამცემი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს შპს სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველო „თბილმედსერვისს„  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N FRT-SI-1014)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველო „თბილმედსერვისმა„  აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

         კომისიის  თავმჯდომარე                                                        ვ. აბაშიძე

        

                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები