წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 529 საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 529 / 7

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2003

მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2003

საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიისთვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ საქართველოს ლეიბორისტულმა (შრომის) პარტიამ კომისიას მიმართა განცხადებით (# 493/02, 09.10.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 9006672) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენს სატარებელ რადიოსადგურებს და გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა საქართველოს ლეიბორისტულ (შრომის) პარტიას შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 9006672) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს საქართველოს ლეიბორისტულმა (შრომის) პარტიამ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

                     კომისიის  თავმჯდომარე                                                        ვ. აბაშიძე

        

                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები