წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 532 საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 532 / 10

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2003

მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2003

საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად

კონკურსში  გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ 2003 წლის 8 აგვისტოს  კომისიის #392 გადაწყვეტილებით, გამოცხადდა კონკურსი საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად 1 გადამცემის გამოყენებით მე-5 სამაუწყებლო ზონაში: ქ.რუსთავი, გარდაბნის, საგარეჯოს, მარნეულის, ბოლნისის,თეთრი-წყაროს, დმანისის რაიონები.

  ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.  საკონკურსო სხდომის თარიღად გამოცხადდა 2003 წლის 17 ოქტომბერი 12 საათი;   დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად 2003 წლის 16 სექტემბერი 17 საათი. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 8100 (რვა ათას ასი)  ლარით.

   საქართველოს კანონმდებლობისა და ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’  კომისიის 2003 წლის 8 აგვისტოს  #392 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ შპს ,,ელ-სი-კომპანიმ’’, რომელმაც გაიარა ექსპერტიზა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ ქვეკომისიაში და მიღებულია დასკვნა (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N5 15.10.2003 წ.), რომ შპს „ელ-სი-კომპანის„ მიერ  საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან. ამასთან, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.  

   ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 455 მუხლიდან გამომდინარე და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების’’ მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად:,,თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში’’. კონკურსში მონაწილემ დაადასტურა, რომ იგი თანახმაა საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 8100 (რვა ათას ასი)  ლარი.

         ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 455 მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების’’ მე-13 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ,,ელ-სი-კომპანი’’, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 8100 (რვა ათას ასი) ლარი;  

2.             ა) სალიცენზიო გადასახდელის 20%-ი ანუ 1620  (ათას ექვსას ოცი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის ანუ 810 (რვაას ათი) ლარის გამოკლებით მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე მიმდინარე წლის 17 ნოემბრამდე:

     -ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

     -ა/ანგარიში: 609326

     -კოდი: 220101830

     -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050

      ბ) სალიცენზიო გადასახდელის 10% ანუ 810 (რვაას ათი) ლარი მიიმართოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე მიმდინარე წლის 17 ნოემბრამდე;

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი.

კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

 

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141107

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

   3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 5670 (ხუთიათას ექვსას სამოცდაათი) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

   4. დაევალოს კომისიის აპარატის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანს (გ.რატიშვილი) კონკურსის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

   5 კომისიის ადმინისტრაციამ (მ.ქადეიშვილი) უზრუნველყოს კონკურსის მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

   6.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამასახურს (კ. ყურაშვილი) შპს ,,ელ-სი-კომპანის’’ მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდიდან 7  სამუშაო დღის ვადაში,  მოამზადოს და წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს ,,ელ-სი-კომპანი’’-სათვის საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ;

   7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

   8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (გ.რატიშვილი).

 კომისიის თავმჯდომარე                         ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები