გადაწყვეტილება N 534 შპს „ივერია ქსელსა“ და სს „საქართველოს ელექტროკავშირს“ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2003
მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2003
შპს ივერია ქსელსა„ და სს საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის
ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ 2003 წლის 27 მაისს შპს ივერია ქსელსა„ და სს საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის გაფორმდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულება ორი თვის ვადით, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებდა შპს ივერია ქსელის„ ვალდებულებებს სს საქართველოს ელექტროკავშირისთვის„ წარედგინა ურთიერთჩართვის ტექნიკური პროექტი შესათანხმებულად და ერთი თვის ვადაში უზრუნველყო სადგურის მაერთებელი კაბელების დაბოლოების გადართვა მთავარი ფარის (კროსის) სახაზო მხარის დამაბოლოებელ მოწყობილობაზე.
2003 წლის 11 აგვისტოს შპს ივერია ქსელმა„ კომისიას წარმოუდგინა საქართველოს ელექტროკავშირისათვის„ გაგზავნილი წერილის ასლი (N40, 11.08.2003წ.), რომლის თანახმად ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობის შესაბამისად წარუდგინა ტექნიკური პროექტი. სს საქართველოს ელექტროკავშირი„ შპს ივერია ქსელის„ წერილის პასუხად თავის N14-2/3-16,22.08.2003წ. წერილში (ასლი წარმოდგენილია კომისიაში) აღნიშნავს, რომ ტექნიკური პროექტი წარდგენილია ხელშეკრულებაში მითითებული ვადის დარღვევით და არ შეესაბამება კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ბ„ ქვეპუნქტის მოთხოვნებს; კერძოდ: პროექტში ნაჩვენები მაერთებელი ხაზები არ შეესაბამება ხელშეკრულების 2.1. პუნქტს; არ არის აღნიშნული სადგურთაშორისი მაერთებელი ხაზების რაოდენობის გაანგარიშება სადგურების ზღვრული ტევადობის შესაბამისად; არასწორადაა ნაჩვენები სადგურთაშორისო კაბელის ტიპი და რაოდენობა; გაურკვეველია აგრეთვე ვის მიერაა გაცემული ტექნიკური დავალება და ვისთანაა შეთანხმებული. არ არის შესრულებული ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტი, რომლის შესაბამისად ივერია ქსელს„ ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყო სადგურთაშორისი მაერთებელი კაბელების დაბოლოება გადართვის მთავარი ფარის (კროსის) სახაზო მხარის დამაბოლოებელ მოწყობილობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს საქართველოს ელექტროკავშირს„ შეუძლებლად მიაჩნია ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება.
კომისია აღნიშნავს, რომ არც ერთი მხარე არ ითხოვს დავის განხილვას, მაგრამ სახეზეა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეწყვეტა ოპერატორებს შორის. შექმნილია მდგომარეობა, როდესაც ოპერატორები ვერ თანხმდებიან ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებაზე და კომისია უნდა ჩაერიოს ხელშეკრულების გაფორმების პროცესში კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 411 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს: თუ თავად ოპერატორები ვერ თანხმდებიან ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებაზე, კომისია იხილავს საკითხს და მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ განიხილა სს საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს ივერია ქსელს„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხი 2003 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე. კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს ივერია ქსელის„ დირექტორი ბ-ნი რ.შეროზია და სს საქართველოს ელექტროკავშირის„ წარმომადგენელი ქ-ნი ლ.რობაქიძე.
შპს ივერია ქსელის„ დირექტორმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ მათ მიერ გამოსწორებულია სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ ტექნიკურ პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები. ამავე დროს, სს საქართველოს ელექტროკავშირის„ წარმომადგენლის განცხადებით, სს საქართველოს ელექტროკავშირს„ შპს ივერია ქსელისაგან„ ახალი ტექნიკური პროექტი არ მიუღია. ამასთან, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააფორმონ ურთიერთჩართვის ახალი ხელშეკრულება კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ„ ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-4 მუხლის ბ„ ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის ე„ ქვეპუნქტის, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 411 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაევალოს სს საქართელოს ელექტროკავშირსა„ და შპს ივერია ქსელს„ ერთი თვის ვადაში წარმოუდგინონ კომისიას ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეთანხმებული პროექტი, რომელშიც ასახული იქნება კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული პირობები;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
3. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
