გადაწყვეტილება N 535 შპს “სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს” N 419 და N 420 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2003
მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2003
შპს „სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს” N 419 და N 420 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა (N 11/ა, 06.05.03) შპს „სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელომ” კომპანიის N 419 და N 420 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „სამეგრელოს” სახელზე გაცემული იყო ლიცენზიები N 419 (27.03.95.) და N 420 (27.03.98).
N 419 ლიცენზია ითვალისწინებდა ტელემაუწყებლობას 21-ე სატელევიზიო არხზე 200 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ. ზუგდიდი);
N 420 ლიცენზია ითვალისწინებდა ტელემაუწყებლობას 30-ე სატელევიზიო არხზე 200 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ. სენაკი);
შპს „სამეგრელომ” კომისიის N 239 (13.04.2001წ.) გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ კომისიის N 305 (04.07.2003წ.) გადაწყვეტილებით განისაზღვრა შპს „სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს” N 419 და N 420 ლიცენზიების სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი.
შპს „სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს” მიერ გადახდილია:
ა) N 419 ლიცენზიისთვის - სალიცენზიო გადასახდელის (23 380 ლარი) საწყისი ოდენობის 20% (4676 ლარი) კომისიის ანგარიშზე;
სალიცენზიო გადასახდელის (23 380 ლარი) საწყისი ოდენობის 10% (2338 ლარი) სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
ბ) N 420 ლიცენზიისთვის - სალიცენზიო გადასახდელის (7 793 ლარი) საწყისი ოდენობის 20% (1559 ლარი) კომისიის ანგარიშზე;
სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (7 793 ლარი) 10% (779 ლარი) სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 391 და 453 მუხლების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს” N 419 და N 420 ლიცენზიებს 2011 წლის 31 დეკემბრამდე;
2. მოდიფიცირებულ იქნეს შპს „სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს” N 419 და N 420 ლიცენზები და ლიცენზიების სახე, სახეობა და საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) N 419 ლიცენზიისთვის
ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა 21-ე სატელევიზიო არხზე 200 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ზუგდიდში„.
ბ) N 420 ლიცენზიისთვის
ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა 30-ე სატელევიზიო არხზე 200 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. სენაკში„.
3. შპს „სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელო” ვალდებულია:
- მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, რეკლამის შესახებ„, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;
- კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- კვირაში ერთხელ გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;
- თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
- გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი (შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ);
- დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;
- უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
- კომისიას წარუდგინოს მის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;
- კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე;
- კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;
- რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;
- ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძლების სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ორი თვით ადრე;
4. შპს „სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს” N 419 და N 420 ლიცენზიების სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი.კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141107 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
5. შპს „სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს” N 419 და N 420 ლიცენზიების სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
ა) N 419 ლიცენზიისთვის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (16 366 ლარი)
3637 ლარი - 2004 წლის 31 იანვრამდე;
1818 ლარი - 2005 წლის 31 იანვრამდე;
1818 ლარი - 2006 წლის 31 იანვრამდე;
1818 ლარი - 2007 წლის 31 იანვრამდე;
1818 ლარი - 2008 წლის 31 იანვრამდე;
1818 ლარი - 2009 წლის 31 იანვრამდე;
1818 ლარი - 2010 წლის 31 იანვრამდე;
1818 ლარი - 2011 წლის 31 იანვრამდე;
ბ) N 420 ლიცენზიისთვის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (5455 ლარი)
1212 ლარი - 2004 წლის 31 იანვრამდე;
606 ლარი - 2005 წლის 31 იანვრამდე;
606 ლარი - 2006 წლის 31 იანვრამდე;
606 ლარი - 2007 წლის 31 იანვრამდე;
606 ლარი - 2008 წლის 31 იანვრამდე;
606 ლარი - 2009 წლის 31 იანვრამდე;
606 ლარი - 2010 წლის 31 იანვრამდე;
606 ლარი - 2011 წლის 31 იანვრამდე;
6. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);
7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
