წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 539 შპს სამაუწყებლო კომპანია “მზესთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 539 / 13

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2003

მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2003

შპს სამაუწყებლო კომპანია „მზესთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს სამაუწყებლო კომპანია „მზემ„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 ივლისის N 7/4-2093 დადგენილებით)კომისიას მიმართა განცხადებით (N 134) რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს  „მზე”, N 26 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 28.11.2012.) პირობების შესაბამისად, აწარმოებს ტელეპროგრამების ტრანსლირებას ქ. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 45-ე სატელევიზიო არხზე, 1  კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით. რადიოსარელეო სიხშირე განსაზღვრულია მობილური რადიოსარელეო სისტემის ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

      „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ    

გადაწყვიტა:

1.            მიენიჭოს შპს სამაუწყებლო კომპანია „მზეს” 4430 მგჰც სიხშირე ქ. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილური რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს შპს სამაუწყებლო კომპანია „მზესთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ზ. გონჯილაშვილი);

3.            უზრუნველყოს შპს სამაუწყებლო კომპანია „მზემ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.             კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს სამაუწყებლო კომპანია „მზესთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.             გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის  სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

      კომისიის  თავმჯდომარე                                                         ვ. აბაშიძე                                                      

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები