წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 540 სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 540 / 13

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2003

მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2003

სახეობაა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევიი  ცენტრისთვის  სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითმა  ცენტრმა კომისიას მიმართა განცხადებით (# 03-30, 09.07.03.) დედოფლისწყაროს რაიონში 100 კილოჰერციანი ზოლის მინიჭების თაობაზე. სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი  ცენტრი  აწარმოებს  ზოოლოგიური კვლევის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ცხოველთა შესწავლა  რადიო-ტელემეტრიის (პელენგაციის) საშუალებით. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს სამეცნიერო-კვლევითი  სამუშაოებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით .

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით  ცენტრს 100 კილოჰერციანი ზოლი 147.350 მგჰც-დან  147.450 მგჰც-მდე დედოფლისწყაროს რაიონში, კერძოდ ჭაჭუნის აღკვეთილისა და დალის მთის მიმდებარე ტერიტორიებზე, რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი  ცენტრისთვის  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ზ. გონჯილაშვილი);

3.             უზრუნველყოს     სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითმა  ცენტრმა     კომისიაში    სათანადო   ინფორმაციის   წარმოდგენა მაღალსიხშირული  მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი  ცენტრისთვის სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები