წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 542 საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსთვის სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 542 / 13

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2003

მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2003

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსთვის  სიხშირის მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ კომისიას მიმართა განცხადებით (12.09.03.) ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს  450.9125 მგჰც სიხშირე ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსთვის მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ზ. გონჯილაშვილი);

3.             უზრუნველყოს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ კომისიაში  სათანადო   ინფორმაციის   წარმოდგენა მაღალსიხშირული  მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსთვის სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები