წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 543 საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 543 / 7

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2003

მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2003

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების  გამოყენებაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ კომისიას მიმართა განცხადებით (12.09.03.) მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მირების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად მაღალსიხშირული მოწყობილობები გამოყენებული იქნება თანამშრომლებს შორის რადიოკავშირისთვის.  

      „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 26 მუხლის  პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ    

გადაწყვიტა:

1.            მიეცეს ნებართვა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;

2.            უზრუნველყოს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის მოქმედი  კანონმდებლობით  გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.            შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;     

5.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).

      კომისიის  თავმჯდომარე                                                                     ვ. აბაშიძე

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის

                                             2003 წლის    17 ოქტომბრის  N              გადაწყვეტილების

                                                                                                                     დანართი

მაღალსიხშირული მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები:

·                      დასახელება –  Maxon SL 25/SL 26

·                      გამოსავალი სიმძლავრე – 5  ვატი;

·                      მინიჭებული სიხშირე – 450.9125  მგჰც.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები