გადაწყვეტილება N 545 ს.ს. „ინფოკომისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2003
მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ს.ს. ინფოკომმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 იანვრის N 06/5-32 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (36-364, 09.10.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 16/09/2003) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა წარმოადგენს VSAT სისტემის თანამგზავრულ სადგურს.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა ს.ს. ინფოკომს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 16/09/2003) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2.უზრუნველყოს ს.ს. ინფოკომმა„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლოატაციაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
