წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 547 შპს „ინტეროპტიკასთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 547 / 7

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2003

მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2003

შპს  „ინტეროპტიკასთვის„  მაღალსიხშირული მოწყობილობების  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „ინტეროპტიკამ„ (რეგისტრირებული  ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 9 ოქტომბრის  N 03/4-65 დადგენილებით)   კომისიას მიმართა განცხადებით (N 03/115; 15.10.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N 6132813,  N 6132814, N 6132815 და N 6132816,  07.10.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. შპს „ინტეროპტიკა„  ლიცენზიის (N 795) პირობების შესაბამისად აწარმოებს საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სათაო სადგურის გამაძლიერებლები) გამოყენებული უნდა იყოს საკაბელო ქსელის ფუნქციონირებისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიეცეს ნებართვა შპს „ინტეროპტიკას„  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N 6132813,  N 6132814, N 6132815 და N 6132816  07.10.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „ინტეროპტიკამ„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

         კომისიის  თავმჯდომარე                                                        ვ. აბაშიძე

        

                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები