გადაწყვეტილება N 548 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2003
მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომისიას მიმართა განცხადებით (# 13/051-02, 13.10.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 4022816, 07.10.03.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (საბაზო და სატარებელი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 4022816, 07.10.03.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
