წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 551 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის N 48 სხდომის გადადების შესახებ

ნომერი: 551 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2003

მიღების თარიღი ოქტომბერი 24, 2003

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2003 წლის N 48 სხდოის გადადების შესახებ

  2003 წლის 24 ოქტომბრის N 48 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის ზოგიერთ საკითხზე დამატებითი მასალების მოძიების, მათი შემდგომი გაანალიზებისა და შეჯერების მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია„) აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. 2003 წლის 24 ოქტომბრის კომისიის N 48 სხდომა გადაიდოს და ჩატარდეს 2003 წლის  28 ოქტომბრის 16:00 საათზე;

2. 2003 წლის 24 ოქტომბრის N 48 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მეორე (სს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს „ახალ ქსელებს„, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს „ახტელს„ შორის არსებული სადავო საკითხების განხილვის შესახებ), მესამე (ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირს„, ს/ს „გლობალ ერთს„ და მოქალაქე ო.გოგობერიშვილს შორის დავის განხილვის შესახებ), მეოთხე (ერთი მხრივ „კონსტიტუციური უფლებების დაცვის ქსელს„, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა უფლებების დამცველს, ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირის„ ქ. თელავის  ანონენტებსა და მეორე მხრივ ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის დავის განხილვის შესახებ) და მეხუთე (ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირისთვის„ ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ) საკითხები გადატანილ იქნეს 2003 წლის 4 ნოემბრის კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

3. უზრუნველყოს კომისიის საიფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტმა (დ. ჭანკოტაძე) ინტერნეტში კომისიის გვერდზე კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტების ოპერატიული გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს ( ი. ხარებავა).

                  კომისიის თავმჯდომარე                                     ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები