გადაწყვეტილება N 552 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის N 48 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 28, 2003
მიღების თარიღი ოქტომბერი 28, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2003 წლის N 48 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
2003 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) N 48 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. წარმოდგენილ N 48 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს ორი საკითხი:
· საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის ტელევიზია და რადიომაუწყებლობა„ თავმჯდომარის ი. კრივორუკისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (მოხს. კ.ყურაშვილი - იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი);
· შპს რადიო იმედისთვის„ საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ (მოხს. კ. ყურაშვილი - იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი);
2. დამტკიცდეს კომისიის N 48 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს ( ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
