გადაწყვეტილება N 553 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აჭარის ტელევიზია და რადიომაუწყებლობა’’ თავმჯდომარის ი. კრივორუკისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) 2003 წლის 24 ოქტომბ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 28, 2003
მიღების თარიღი ოქტომბერი 28, 2003
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აჭარის ტელევიზია და რადიომაუწყებლობა თავმჯდომარის ი. კრივორუკისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია„) 2003 წლის 24 ოქტომბერს განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აჭარის ტელევიზია და რადიომაუწყებლობა თავმჯდომარის ი.კრივორუკის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1448 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე.
საქმის განხილვისას გამოირკვა შემდეგი გარემოებები:
კომისიაში შემოვიდა მოქალაქე ქეთევან აბულაძის განცხადება(23.05.2003. #9/071-03) ,,აჭარის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის მიერ ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და ქ-ნ ქ. აბულაძის, როგორც ფილმის ავტორის - თენგიზ აბულაძის სამართალმემკვიდრის საავტორო ქონებრივი უფლებების დარღვევის შესახებ, რაც გამოიხატება 2003 წლის 12 აპრილსა და 16 აპრილს ,,აჭარის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის მიერ კინოფილმ ,,ნატვრის ხე საჯარო ჩვენებებში.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აჭარის ტელევიზია და რადიომაუწყებლობა მიერ ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე კომისიამ 2003 წლის 6 ივნისის # 02/0575-03 წერილით დასკვნისათვის მიმართა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრს ,,საქპატენტს. საქპატენტის„ 2003 წლის 27 ივნისის #01-06/250 დასკვნის თანახმად დადასტურებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აჭარის ტელევიზია და რადიომაუწყებლობა მიერ ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის დარღვევა, რომელიც ითვალისწინებს ავტორის ან მისი უფლებამონაცვლის განსაკუთრებულ უფლებას ნაწარმოების საჯარო გადაცემაზე ეთერში ან კაბელით, პირველი ან/და შემდგომი გადაცემის ჩათვლით.
კომისიამ მიმართა საჯარო სამართლის იურიდიული პირს ,,აჭარის ტელევიზია და რადიომაუწყებლობა (02.06.03. წერილის #02/0577-03) წარმოედგინათ კინოფილმის ,,ნატვრის ხე, აგრეთვე კომპანიის მიერ მაუწყებლობის პროცესში სხვა ტელერადიოპროგრამების, მათ შორის კინოფილმების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მაგრამ კომისიას აღნიშნული დოკუმენტაცია არ მიუღია.
ამავე დროს, კომისიას ა/წლის 11 ივლისს მიმართა ტელეკომპანია ,,ტელეიმედის გენერალურმა დირექტორმა ბ-ნ ბ. ბარათაშვილმა, რომელმაც წარმოადგინა ფილმის ჰენრიხ მეხუთე უფლებამფლობელ კომპანია: ,,OU CP STUDIO -სთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნული ფილმის საქართველოს ტერიტორიაზე საჯარო გადაცემის განსაკუთრებული უფლება ეკუთვნის მხოლოდ შპს ტელეკომპანია ტელეიმედს და ა/წ 7 ივლისს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აჭარის ტელევიზია და რადიომაუწყებლობა ეთერით აღნიშნული ფილმის საჯარო გადაცემა არამართლზომიერად განხორციელდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიამ 2003 წლის 23 ივლისს #02/0942-03 წერილით დასკვნისათვის მიმართა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრს ,,საქპატენტს. საქპატენტის„ 2003 წლის 5 აგვისტოს #01-06/291 დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომპანია ,,ტელეიმედის პრეტენზია საფუძვლიანია იმ შემთხვევაში, თუ თავად კომპანია OU CP STUDIO„ უფლებამოსილი იყო გადაეცა კომპანია ტელეიმედი„-სათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფილმების ეთერით გადაცემის უფლება„. კომისიამ ტელეკომპანია ტელეიმედის„ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე დაადგინა ზემოაღნიშნული კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილება.
2003 წლის 23 ივლისის #02/0944-03 წერილით კომისიამ საჯარო სამართლის იურიდიული პირს ,,აჭარის ტელევიზია და რადიომაუწყებლობა მიმართა თხოვნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლისა და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 4510-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 10 დღის ვადაში წარმოედგინათ ფილმის ,,ჰენრიხ მეხუთე, აგრეთვე მის მიერ მაუწყებლობის პროცესში სხვა ტელერადიოპროგრამების, მათ შორის კინოფილმების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მაგრამ აღნიშნულ წერილსაც არ მოჰყოლია რეაგირება.
ა/წ 18 აგვისტოს #02/1031-03 წერილით კომისიამ კვლავ მიმართა საჯარო სამართლის იურიდიული პირს ,,აჭარის ტელევიზია და რადიომაუწყებლობას ა/წ 12 სექტემბრამდე წარმოედგინა ფილმების ნატვრის ხე„ და ჰენრიხ მეხუთე„-ს გავრცელების უფლებამოსილების დამატასტურებელი დოკუმენტაცია, მაგრამ კვლავ უშედეგოდ.
ამ საკითხთან დაკავშირებით 2003 წლის 12 სექტემბერს კომისიაში შედგა მოქალაქე ქ. აბულაძისა და შპს ტელეიმედის„ განცხადებების განხილვა, რომელზედაც მოწვეულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აჭარის ტელევიზია და რადიომაუწყებლობა წარმომადგენლებიც, რომლებიც არ გამოცხადდნენ. 2003 წლის 20 ოქტომბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი # 7.
კომისიამ მიიჩნია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირს ,,აჭარის ტელევიზია და რადიომაუწყებლობა დირექტორის ბ-ნ ი.კრივორუკის მიერ დარღვეული იქნა ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 4510 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს ტელერადიომაუწყებლის ვალდებულებას კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აჭარის ტელევიზია და რადიომაუწყებლობა დირექტორის ბ-ნ ი.კრივორუკის მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1448 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიუწოდებლობა.
.
საქართველოს ადმინისტრავციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე და 266-ე, აგრეთვე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-100 მუხლის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 41-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აჭარის ტელევიზია და რადიომაუწყებლობა თავმჯდომარეს ბ-ნ ი.კრივორუკს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 1448 მუხლის შესაბამისად დაედოს ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) 1000 ლარის ოდენობით;
2 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აჭარის ტელევიზია და რადიომაუწყებლობა თავმჯდომარემ ბ-ნ ი.კრივორუკმა უზრუნველყოს ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ჩარიცხვა საქართველოს ეროვნული ბანკის N012103939 ანგარიშზე და ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიაში წარმოდგენა 30 დღის განმავლობაში;
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირს ,,აჭარის ტელევიზია და რადიომაუწყებლობა თავმჯდომარე ბ-ნ ი.კრივორუკი უფლებამოსილია გაასაჩივროს კომისიის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში 10 დღის ვადაში მისამართზე: ქ. თბილისი, დ. არაყიშვილის ქუჩა 3;
4. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული სამსახურს (გ. გოგელია).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
