წვდომის მენიუ

შპს “რადიო იმედი”-სათვის საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 554 / 1

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2007

მიღების თარიღი ოქტომბერი 28, 2003

შპს „რადიო იმედი”-სათვის საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

                                                                         

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ 2003 წლის 13 ივნისის  კომისიის #267/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად 15 გადამცემის გამოყენებით შემდეგ სამაუწყებლო ზონებში:

2  ზონა: ქ.ბათუმი, ქობულეთის,  ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის, ხულოს რაიონები.

3 ზონა: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლისწაროს, თიანეთის რაიონები.

4  ზონა: მცხეთის, კასპის, გორის, ხაშურის, ქარელის, ცხინვალის, ჯავის, ახალგორის, დუშეთის, ყაზბეგის რაიონები.

5  ზონა: ქ.რუსთავი, გარდაბნის, საგარეჯოს, მარნეულის, ბოლნისის, თეთრი-წყაროს, დმანისის რაიონები.

6  ზონა: ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ნონოწმინდის, წალკის რაიონები.

7  ზონა: ქ.ქუთაისი, ხონის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ზესტაფონის, თერჯოლის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები

 8 ზონა: ჭიათურის, საჩხერის, ონის, ტყიბულის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის    რაიონები

9  ზონა: ქ.ფოთი, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ხობის რაიონები.

10 ზონა: ქ.ზუგდიდი და ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მესტიის რაიონები.

  ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 68789,25 (სამოცდარვა ათას შვიდას ოთხმოცდაცხრა ლარი და ოცდახუთი თეთრი)  ლარით, ხოლო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა 2003 წლის 19 აგვისტოს 17 საათით. საკონკურსო სხდომის თარიღად გამოცხადდა 2003 წლის 26 სექტემბერი;

   საქართველოს კანონმდებლობისა და ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’  კომისიის 2003 წლის 13 ივნისის  #267/10 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა შპს ,,რადიო იმედმა’’, რომელმაც გაიარა ექსპერტიზა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ შესაბამის ქვეკომისიაში და მიღებულია დასკვნა (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N4 17.09.2003 წ.), რომ შპს „რადიო იმედის„ მიერ  საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან. ამასთან, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

   ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საართველოს კანონის 455 მუხლიდან გამომდინარე და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების’’ მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად:,,თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში’’. კონკურსში მონაწილემ დაადასტურა, რომ იგი თანახმაა საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლოცენზიის მისაღებად გადაიხადოს 68789,25 ლარი (სამოცდარვა ათას შვიდას ოთხმოცდაცხრა ლარი და ოცდახუთი თეთრი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2003 წლის 26 სექტემბერს გამართულ კონკურსში: საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად   გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „რადიო იმედი„, რომელმაც თანხმობა განაცხადა გადაიხადოს 68789,25   ლარი.

     კომისია აღნიშნავს, რომ საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსში  გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის N 465/10 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „რადიო იმედმა„ სალიცენზიო გადასახდელის 20% (13757,85)  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (6878,92) გამოკლებით – 6878,92 ლარი ჩარიცხა კომისიის ანგარიშზე და  სალიცენზიო გადასახდელის 10% ანუ  6878,92 ლარი ჩარიცხა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ე„ ქვეპუნქტის, 453 და 454 მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ა/წლის 26 სექტემბრის საკონკურსო სხდომის N 465/10  გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს N1378  ლიცენზია შ.პ.ს. „რადიო იმედს” საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: საეთერო საერთო რადიომაუწყებლობა 15 გადამცემის გამოყენებით მითითებული სამაუწყებლო ზონებისა და ტექნიკური პარამეტრების მიხედვით:

   #

სამაუწყებლო

ზონა

ანტენის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ

სიხშირე მგჰც

სიმძლავრე კვტ

მაუწყებლობის საშ. რადიუსი, კმ

1

2

ბათუმი

41E43;

41N41

50

100.1

1

20

2

3

დედოფლის წყარო

46E08;

41N27

50

104.7

1

25

3

3

თელავის რ-ნი, ცივი

45E29

41N55

35

100.2

1

20

4

4

დუშეთის რ-ნი, ფასანაური

44E41;

42N21

25

103.8

0.1

10

5

4

ყაზბეგის რ-ნი, გუდაური

44E53;

42N20

25

100.6

0.1

10

6

4

ყაზბეგი

44E39;  42N39

25

100.0

0.25

10

7

4

გორი

44E03;

42N02

120

100.0

1

25

8

5

დმანისი

44E13;

41N22

120

105.1

1

35

9

6

ახალქალაქი

43E25;

41N21

55

101.2

1

20

10

6

ახალციხე

42E57;

41N38

35

103.6

1

15

11

6

ბორჯომის რ-ნი, ბაკურიანი

43E31;

41N44

20

105.4

0.1

10

12

7

ქუთაისი

42E44;

42N17

40

100.9

2.5

25

13

8

ჭიათურა

43E16;

42N17

50

104.1

0.25

10

14

9

მარტვილი

42E23;

42N25

20

100.7

0.25

10

15

10

ზუგდიდი

41E52;

42N30

25

104.2

2.5

25

2.  შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში; (ე.ასანიძე)

3.  შპს ,,რადიო იმედი’’ ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, „რეკლამის შესახებ„, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;

ბ) კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

გ) კვირაში ერთხელ გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;

დ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი (შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ);

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;

ზ) კომისიას წარუდგინოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

თ) კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე;

ი) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

კ) რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;

ლ) მაუწყებლობის განხორციელების პროცესში უზრუნველყოს მისთვის ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონ(ებ)ის სრულად დაფარვა ლიცენზიით განზსაზღვრულ ვადაში, საკუთარი სამაუწყებლო ქსელის შექმნის ან სხვა პირის ტექნიკური საშუალებების სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე გამოყენების გზით.

მ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში წარდგენილ პროექტში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში არის ასახული;

4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (48152,49ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141107

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

5350,27 - ლარი - 2004 წლის 24 ნოემბერი

5350,27 - ლარი - 2005 წლის 24 ნოემბერი

5350,27 - ლარი - 2006 წლის 24 ნოემბერი

5350,27 - ლარი - 2007 წლის 24 ნოემბერი

5350,27 - ლარი - 2008 წლის 24 ნოემბერი

5350,27 - ლარი - 2009 წლის 24 ნოემბერი

5350,27 - ლარი - 2010 წლის 24 ნოემბერი

5350,27 - ლარი - 2011 წლის 24 ნოემბერი

5350,27 - ლარი - 2012 წლის 24 ნოემბერი

5. შპს „რადიო იმედმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

6. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები სეულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში.

7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                          ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები