წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 555 შპს „ სამაუწყებლო კომპანია “მეცხრე ტალღის” ¹ 604 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 555 / 9

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 28, 2003

მიღების თარიღი ოქტომბერი 28, 2003

შპს „ სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის” N 604 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N 35, 09.07.03.) მიმართა შპს „სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღამ” კომპანიის ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე.

      ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის” სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N 604 (16.08.98.), რომელიც ითვალისწინებდა სატელევიზიო მაუწყებლობას 35-ე სატელევიზიო არხზე 100 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ. ფოთი).

      შპს „სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღამ” კომისიის N 53, 29.12.2000 წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში.

      კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის„ N 604 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების მიზნით კომისიის N 55 (14.02.03.) გადაწყვეტილებით განესაზღვრა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი.

      კომისიის N 432, 12.09.2003 წ. გადაწყვეტილებით შპს „სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალლას” გაუგრძელდა N 604 ლიცენზიის მოქმედების ვადა 2011 წლის 31 დეკემბრამდე და მისი „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით (ამავე კანონის 391 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად) მოდიფიცირდა ლიცენზიის სახე და სახეობა. მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

შპს „სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა” აწარმოებს ქ. ფოთში ტელემაუწყებლობას  35-ე სატელევიზიო არხზე 100 ვტ. სიმძლავრის სატელევიზიო გადამცემის გამოყენებით. აღნიშნული სიმძლავრე ვერ უზრუნველყოფს ქ. ფოთის ტერიტორიაზე სატელევიზიო სიგნალის სამაუწყებლო დონეს სხვადასხვა ხასიათის ხელშემშლელი სიგნალების (მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის ტერიტოირიიდან გავრცელელბული სატელევიზიო სიგნალების) არსებობის გამო. შექმნილი მდგომარეობა დადასტურებულია ადგილზე სიხშირული სპექტრის მონიტორინგის შედეგებით.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ რომ ტექნიკური ექსპერტიზის აქტზე (29.03.03.) თანდართული რადიოსაკონტროლო გაზომვითი სამუშაოების შედეგებზე დაყრდობით სატელევიზიო გადამცემის სიმძლავრის მომატება 250 ვატამდე გააუმჯობესებს N 604 ლიცენზიით განსაზღვრულ სამაუწყებლო ზონაში მაუწყებლობის ხარისხს და არ დაარღვევს ელექტრომაგნიტური თავსებადობის გაწონანასწორებულ პირობებს.

 კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და აღნიშნულ ტექნოლოგიურ ცვლილებასთან დაკავშირებით კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კომისიის N 55 (14.02.03.) გადაწყვეტილებით განსაზღვრული შპს „სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის„ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის ხელახალი გადაანგარიშება.

     „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 და 453 მუხლების შესაბამისად, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის   განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შპს „სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღას” N 604 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით, განისაზღვროს სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 31174  (ოცდათერთმეტი ათას ას სამოცდათოთხმეტი) ლარით, ნაცვლად კომისიის N 55 (14.02.03.) გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრული 25673 (ოცდახუთი ათას ექვსას სამოცდაცამეტი) ლარისა;

2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით დამატებული ნაწილის (6234 ლარს გამოკლებული კომისიის N 55, 14.02.03. გადაწყვეტილებით განსაზღვრული 5134 ლარი) 1100 ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

ბანკი

სკბ „TBC-ბანკი”

კოდი

220101830

ანგარიშის N

609326

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით დამატებული ნაწილის (3117 ლარს გამოკლებული კომისიის N 55, 14.02.03. გადაწყვეტილებით განსაზღვრული 2567 ლარი) 550 ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი. კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141107

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

 4. უზრუნველყოს შპს „სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღამ” ამ გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისთვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

 5. ამ გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან შვიდი სამუშაო დღის ვადაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას N 604 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                            ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები