გადაწყვეტილება N 559 შპს „ნიკა-95“-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 28, 2003
მიღების თარიღი ოქტომბერი 28, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს ნიკა-95„-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 28 ნოემბრის N 2/4-198 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 10; 10.10.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N VAT FE005/10/03, 01.10.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. შპს ნიკა-95„ ლიცენზიის (N 1293) პირობების შესაბამისად აწარმოებს საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სათაო სადგურის სათადარიგო ნაწილები და მაგისტრალური ქსელის გამაძლიერებლები) გამოყენებული უნდა იყოს საკაბელო ქსელის ფუნქციონირებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს ნიკა-95„-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N VAT FE005/10/03, 01.10.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს შპს ნიკა-95„-მა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
