ერთი მხრივ სს “საქართველოს ელექტროკავშირის” თელავის აბონენტებს, “კონსტიტუციური უფლებების დაცვის ქსელსა” და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა უფლებების დამცველს და მეორე მხრივ სს “საქართველოს ელექტროკავშირს” შორის დავის გან
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2005
მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2003 14:55
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ სს “საქართველოს ელექტროკავშირის” აბონენტებმა ქ.თელავიდან
კომისიაში დასვეს საკითხი სს “საქართველოს ელექტროკავშირის” მიერ განხორციელებული ტექნიკური გადაიარაღების შემდგომ ციფრულ ასს-ზე გადართვის ღირებულების (50 ლარი) ეკონომიკური გაანგარიშების სისწორისა და აბონენტისათვის მისი დაკისრების კანონიერების შესახებ. კომისიაში, აგრეთვე, შემოვიდა “კონსტიტუციური უფლებების დაცვის ქსელის” განცხადებები (გამგეობის თავმჯდომარის ა. შოშიკელაშვილის ხელმოწერით #6/320-03,16.07.2003წ. და #6/340-03, 25.07.2003წ.) სს “საქართველოს ელექტრო-კავშირის” თელაველი აბონენტების თანდართული 352 ხელმოწერით და თელავის მოსახლეობის კოლექტიური განცხადება (#9/082-03, 23.06.2003წ. 44 ხელმო-წერით). კომისიას ამავე საკითხზე მომართა (#2/009-03, 4.07.2003წ.) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ი.ხარატიშვილმა, რომელიც ითხოვს რეაგირებას პარლამენტის თავმჯდომარის ნ. ბურჯანაძის სახელზე შესულ ქ. თელავის მოსახლეობის კოლექტიურ განცხადებაზე სს “საქართველოს ელექტროკავშირის” მიერ დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ზე გადართვისათვის 50 ლარიანი ტარიფის შემოღების შესახებ (60 ხელმოწერა).
ა/წლის 10 ოქტომბერს კომისიაში შედგა საჯარო მოსმენა და მიღებულ იქნა
გადაწყვეტილება 2003 წლის 24 ოქტომბერს დავის განხილვის დანიშვნის შესახებ.
ა/წლის 4 ნოემბერს კომისიაში შედგა დავის განხილვა ერთი მხრივ სს “საქართველოს ელექტროკავშირის” თელავის აბონენტებს, “კონსტიტუციური უფლებების დაცვის ქსელსა” და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა უფლებების დამცველს და მეორე მხრივ სს “საქართველოს ელექტროკავშირს” შორის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 34 მუხლის, “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტისა და “დამოუკიდებელი ეროვნული მერეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 და მე-15 მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაევალოს სს “საქართველოს ელექტროკავშირს” ა/წლის 26 ნოემბრამდე წერილობით წარუდგინოს კომისიას დასაბუთება იმის შესახებ თელავის ასს-ში გაწეული სამუშაოები წარმოადგენს შესრულებულ ტექნიკურ გადაიარაღებას თუ ახალი სიმძლავრეების გაშვებას;
2. დასაბუთების წარმოდგენის შემდეგ მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით კომისიის მიერ დაინიშნოს დავის განხილვის დღე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურს (ლ. მუხაშავრია).
