წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 565 სს “საქართველოს ელექტროკავშირი”-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 565 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 04, 2003

მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2003

სს „საქართველოს ელექტროკავშირი”-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (N 14-2/1/2-63 01.10.2003) მისთვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების და მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

სს „საქართველოს ელექტროკავშირი„ ფლობს N 247 ლიცენზიას ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე. ამასთან, კომპანიას გამიზნული აქვს ქ. თბილისში სატელეფონო ქსელის განვითარება, რისთვისაც ესაჭიროება დამატებითი ნუმერაციის რესურსი. კომისის შესაძლებლად მიაჩნია, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ გამოუყოს თავისუფალი ნუმერაციის რესურსი 475XXX-დან 479XXX და 180XXX-დან 184XXX (სულ 10000 ნომერი) N 247 ლიცენზიის მოქმედების ვადით.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ სს„ საქართველოს ელექტროკავშირი„ ფლობს N949 ლიცენზიას მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე, აღნიშნული მომსახურების დანერგვისათვის ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი, რისთვისაც შესაძლებელია გამოეყოს ნუმერაციის რესურსი 8-054 N949 ლიცენზიის მოქმედების ვადით.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

 

1.                              მიეცეს ნებართვა სს „საქართველოს ელექტროკავშირს” ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების განსახორციელებლად N 247 ლიცენზიის მოქმედების ვადით ისარგებლოს ნუმერაციის რესურსით 475XXX-დან 479XXX და 180XXX-დან 184XXX (სულ 10000 ნომერი).

2.                              მიეცეს ნებართვა სს „საქართველოს ელექტროკავშირს” მომაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურების განსახორციელებლად N 949 ლიცენზიის მოქმედების ვადით ისარგებლოს ნუმერაციის რესურსით 8-054;

3.                              კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს „საქართველოს ელექტროკავშირი”-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

4.                              გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო                სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.                              კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                            ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები