წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 566 შპს “რადიო საქართველოსთვის” ¹ 742 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 566 / 9

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 04, 2003

მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2003

შპს „რადიო საქართველოსთვის” N 742 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N 72, 23.09.03.) მიმართა შპს „რადიო საქართველომ” კომპანიის N 742 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „რადიო საქართველოს” სახელზე 1998 წლის 1 ნოემბერს გაცემული იყო ლიცენზია N 742 (01.11.03.), რომელიც ითვალისწინებდა რადიომაუწყებლობას 103.4 მგჰც სიხშირეზე 100 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ. თბილისი).

 შპს „რადიო საქართველომ” კომისიის N 36 (20.12.2000 წ.) გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე შეიცვალა ლიცენზია N 742 –ის დანართი: „შეიცვალა მაუწყებლობის პარამეტრებში მითითებული სიმძლავრე 103.4 მგჰც ქ. თბილისი – 1000 ვტ„.

     კომისია, ამასთანავე, აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

     „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განესაზღვროს შპს „რადიო საქართველოს” N 742 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 10692 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარით.

2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის (2138 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

ბანკი

სკბ „TBC-ბანკი”

კოდი

220101830

ანგარიშის N

609326

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (1069 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი. კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141107

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

4. უზრუნველყოს შპს „რადიო საქართველომ”  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის     20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

5. უზრუნველყოს შპს „რადიო საქართველომ” სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის სიხშირეთა მონიტორინგისა და კოორდინაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები